მოითხოვეთ ბროშურა ჩაეწერეთ ტესტ-დრაივზე ჩაეწერეთ სერვისზე ოფიციალური დილერები დაგვიკავშირდით

ბრენდის დაცვა

ტოიოტა კავკასია

შესავალი


საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სასაქონლო ნიშნის გამოყენება მისი მფლობელის ნებართვის გარეშე იწვევს მფლობელის უფლებების დარღვევას. ამგვარი დარღვევისთვის გათვალისწინებულია სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. ტოიოტა მოტორ კორპორეიშენი არის რიგი სასაქონლო ნიშნების მფლობელი საქართველოში. ბევრი მეწარმე იყენებს ამ სასაქონლო ნიშნებს სხვადასხვა სახის რეკლამაში:

  • სარეკლამო აბრებზე;
  • ინტერნეტ გვერდებზე;
  • საქმიან ბარათებზე;
  • სარეკლამო ბროშურებში;
  • საგაზეთო რეკლამებში და სხვა სახის რეკლამებში;

ტოიოტა მოტორ კორპორეიშენის საკუთრებაში არსებული სასაქონლო ნიშნების გამოყენება ნებართვის გარეშე არის მისი უფლებების დარღვევა. თუმცა, ზოგიერთ გარემოებათა არსებობისას, ტოიოტა მოტორ კორპორეიშენი არ უჩივის მეწარმეებს რეკლამაში სასაქონლო ნიშნების არასანქცირებული გამოყენებისთვის და განიხილავს ასეთ გამოყენებას როგორც კეთილსინდისიერს. წინამდებარე გზამკვლევი აღწერს იმ ძირითად პირობებს, რომელთა გათვალისწინებითაც ტოიოტა მოტორ კორპორეიშენი მისი სასაქონლო ნიშნების გამოყენებას საქართველოში მოქმედ მეწარმეთა მიერ აღიქვამს, როგორც კეთილსინდისიერ გამოყენებას და რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაში მეწარმეებს აღარ დასჭირდებათ სასაქონლო ნიშნების რეკლამაში გამოყენებისთვის დამატებითი ნებართვის მოპოვება ტოიოტა მოტორ კორპორეიშენისგან.
Our E-Privacy policy

We use cookies on our website to provide you with a better service.  If you are happy with this continue to use the website as normal, or find out how to manage cookies.