Toyota-ს ავტომობილის ჩანაცვლების პროგრამა „Trade-in”

ჩვენ ვთვლით, რომ საავტომობილო სამყაროში თქვენი თითოეული ნაბიჯი მაქსიმალურად მარტივი და კომფორტული უნდა იყოს. რასაც არ უნდა გეგმავდეთ - თქვენი ამჟამინდელი ავტომობილის ჩანაცვლებას, თუ Toyota-ს დამოწმებული მეორადი ავტომობილის ყიდვას, ჩვენ გარანტიას გაძლევთ, რომ მთელ ამ პროცესს მშვიდად გაივლით და გარიგებაც თქვენთვის ხელსაყრელი იქნება.

სამართლიანი და გამჭვირვალე შეფასება

მოიყვანეთ ჩვენთან თქვენი მეორადი, ნებისმიერი მარკის, ასაკისა და თუ მდგომარეობის ავტომობილი - შეფასება სამართლიანი და გამჭვირვალე იქნება. ჩვენ, ყველაზე სანდო გამყიდვლის სახით, გარანტიას გაძლევთ, რომ შეფასება იქნება ისეთი, როგორსაც თქვენი ავტომობილი იმსახურებს. მნიშვნელობა არ აქვს Toyota-ს უახლეს მოდელს, თუ Toyota-ს დამოწმებულ მეორად ავტომობილს აირჩევთ, ჩვენი მხრიდან შეფასების პროცესი მარტივად და სამართლიანად განხორციელდება.

გაყიდეთ თქვენი ნებისმიერი მარკის ავტომობილი

თუ თქვენი ავტომობილი სხვა ბრენდს განეკუთვნება, არ იღელვოთ. ჩვენ მივიღებთ ნებისმიერი მარკის ავტომობილს. ჩვენი ექსპერტების წყალობით, ავტომობილის შეფასების პროცესი მარტივად, სამართლიანად და ზედმეტი სტრესის გარეშე ჩაივლის.

სულიერი სიმშვიდე, გონივრული გადაწყვეტილებები

Toyota-ს ხარისხის დაცვის პრინციპი მხოლოდ ჩვენს ახალ ავტომობილებზე არ ვრცელდება. როდესაც ირჩევთ Toyota-ს დამოწმებულ მეორად ავტომობილს, თქვენ ამავდროულად ირჩევთ საიმედო და ფასეულ ავტომობილს გრძელვადიანი პერსპექტივით. აი, რას გთავაზობთ:
  • 145 პუნქტიანი ტექნიკური შემოწმება:

    Toyota-ს თითოეულ დამოწმებულ ავტომობილს ჩვენი სერტიფიცირებული სპეციალისტები დეტალურ, 145 პუნქტიან ტექნიკურ შემოწმებას უტარებენ, რათა დარწმუნებული ვიყოთ, რომ ის შეესაბამება ჩვენს მაღალ სტანდარტებს, უსაფრთხოებასა და შესაბამის სამუშაო მაჩვენებლებს.
  • 12 თვიანი გარანტია ულიმიტო გარბენით:

    12 თვიანი ყოვლისმომცველი გარანტიის წყალობით, რომელიც მოიცავს ულიმიტო გარბენს, თქვენი სულიერი სიმშვიდე გარანტირებული იქნება.
  • განახლებადი გარანტია 10 წლამდე ვადით (Toyota10)

    მეტი უსაფრთხოებისთვის, ჩვენი გარანტიის მოქმედების ვადა შესაძლოა გახანგრძლივდეს ყოველწლიურად, 10 წლამდე ვადით. ამგვარად, თქვენი ავტომობილი დაცული იქნება რამდენი ხანიც გეყოლებათ.
  • გამყიდვლებისთვის:  

მეორადი ავტომობილის გაყიდვის პროცესი თქვენთვის მარტივი და ხელსაყრელი იქნება. რთულ საქმეს გვანდობთ ჩვენ, თქვენ კი მინიმალური ძალისხმევით საუკეთესო წინადადებას იღებთ.

 

  • ყველასთვის:

მეორადი ავტომობილის შეცვლით ეკოლოგიაზეც იზრუნებთ. ჩვენი პროგრამა არა მხოლოდ თქვენთვის არის ხელსაყრელი, ის ეკოლოგიური კუთხითაც მნიშვნელოვანია.

ავტომობილის მარტივი ჩანაცვლება

ჩვენ ვიცით, რომ დრო ფასეულია. სწორედ ამიტომ შევქმენით ავტომობილის ისეთი ჩანაცვლების პროცესი, რომ ის მაქსიმალურად მოსახერხებელი ყოფილიყო. გამოცვალეთ თქვენი მეორადი ავტომობილი და წაიყვანეთ ახალი ან Toyota-ს დამოწმებული მეორადი ავტომობილი. ამ მარტივი პროცესის წყალობით ლოგისტიკურ საკითხებზე ღელვა აღარ მოგიწევთ.

ავტომობილის დატოვება მარტივად

ჩვენ მუდმივად ვცდილობთ ცხოვრება გაგიმარტივოთ. დატოვეთ თქვენი ავტომობილი Toyota-ს ნებისმიერ საცალო გამყიდველთან და დანარჩენს ჩვენ მივხედავთ. მთელი ქვეყნის მასშტაბით შეგიძლიათ აირჩიოთ ის ცენტრი, რომელიც თქვენთვის ყველაზე მოსახერხებელია, ჩვენ კი გარანტიას გაძლევთ, რომ ჩანაცვლების პროცესი უპრობლემოდ განხორციელდება.

რატომ უნდა აირჩიოთ Toyota?

Toyota-ს რეპუტაციას საფუძვლად უდევს საიმედოობა, ხარისხი და ინოვაცია. იმის მიუხედავად, თუ რომელი ავტომობილის შეძენა გსურთ - ახლის თუ მეორადის, ჩვენ გთავაზობთ საავტომობილო სფეროში საუკეთესო გარანტიას და დეტალურ ტექნიკურ შემოწმებას, ასევე ვცდილობთ, რომ მომხმარებელთა საჭიროებები სრულად დავაკმაყოფილოთ. როდესაც ჩვენგან ავტომობილი გამოგყავთ, ამით არა მხოლოდ ახალ ავტომობილს იღებთ, არამედ უერთდებით ოჯახს, რომლის ფასეულობებს წარმოადგენს: სანდოობა, გამჭვირვალობა და თქვენს სულიერ სიმშვიდეზე ზრუნვა.

გაეცანით Toyota-ს სამოდელო ხაზს, მათ შორის უახლეს ინოვაციებს და Toyota-ს დამოწმებულ მეორად ავტომობილებს. თქვენ თავად დარწმუნდებით, თუ როგორი მარტივია ავტომობილის შერჩევა ჩვენთან. გადადით მოცემულ ბმულზე (Opens in new window)