ტოიოტას ორიგინალი მინის მწმენდები

გაისუფთავეთ გზა უსაფრთხო მოგზაურობისთვის

როდესაც საქმე თქვენს გარემოს ეხება, მნიშვნელობა არ აქვს, ქალაქგარეთ ხედით ტკბებით, თუ თქვენს წინ მოძრავ ავტომობილს უყურებთ, კრისტალურად სუფთა ფანჯრები ფუფუნებაზე ბევრად მეტია, ისინი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის.

ტოიოტას ორიგინალი მინის მწმენდები უმაღლესი ხარისხისაა, რაც უზრუნველყოფს ყოველთვის უნაკლო და სუფთა ხედვას, ყველაზე წვიმიან ამინდშიც კი. აი, რატომ უნდა აირჩიოთ ყოველთვის ტოიოტას მინის მწმენდები:

  • შეცვლა მარტივად ხდება და მხოლოდ 30 წამი სჭირდება
  • მწმენდები ჩუმად მუშაობს და თქვენს მოგზაურობას კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის
  • მწმენდები დამზადებულია გამძლე, მაღალი ხარისხის რეზინისგან, რომელიც ადვილად არ ცვდება და გამოსადეგია ნებისმიერ გარემოსა და ამინდში
  • დამზადებულია უსაფრთხოების მოთხოვნების გათვალისწინებით, ისინი წყალს სხვა მწმენდებისგან განსხვავებით გაცილებით ეფექტურად წმენდენ
  • დამზადებულია ტოიოტას უმაღლესი ხარისხის სტანდარტების გათვალისწინებით

როდის არის საჭირო საქარე მინის მწმენდების შეცვლა?

მინის მწმენდების შეცვლა მარტივია, როდესაც იცით, როგორ გააკეთოთ ეს. აქ მოცემულია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მიხვდეთ, შესაცვლელი გაქვთ თუ არა მწმენდები:

ზოლების კვალი

toyota-2016-aftersales-wiperblades-image1 პრობლემა: თხელი, გაუწმენდავი ზოლები ჩნდება მინაზე მწმენდზე არსებული უცხო საგნების ან კიდეების ცვეთის გამო.
როგორ მოვიქცეთ: გაასუფთავეთ მწმენდის კიდე და თუ შედეგი არ გაუმჯობესდება, დააყენეთ ახალი მწმენდები.

ხტომა

toyota-2016-aftersales-wiperblades-image2 პრობლემა: მწმენდი მინაზე მოძრაობს გადახტომებით, რადგან მწმენდის ღერძი ან რეზინის კიდეები დეფორმირებულია ან გაცვეთილი.
როგორ მოვიქცეთ: საჭირო იქნება ახალი მწმენდების დაყენება.

ლაქები/ზოლები

toyota-2016-aftersales-wiperblades-image3 პრობლემა: წმენდის შემდეგ მინაზე რჩება ლაქები, რადგან მწმენდის ღერძი ან რეზინის კიდეები დეფორმირებულია ან გაცვეთილი.
როგორ მოვიქცეთ: საჭირო იქნება ახალი მწმენდების დაყენება.