1. New Cars
  2. საიმედოობა და გარანტია

უსაფრთხოება

იგრძენით თავი უსაფრთხოდ და დაცულად Toyota Safety Sense-თან ერთად

RAV4 Plug-in ჰიბრიდი თქვენზე და გარშემომყოფთა უსაფრთხოებაზე მაქსიმალურად ზრუნავს. მისი მოწინავე უსაფრთხოების ტექნოლოგიების ნაკრები Toyota Safety Sense ინტელექტუალური კუთხით უფრო მეტად დაიხვეწა, რაც თქვენი თავდაჯერებულობის და სულიერი სიმშვიდის საწინდარია.

შეკეთება

ავარია შეიძლება ყველაზე ფრთხილ მძღოლებსაც შეემთხვეთ. როგორი სიმძიმის ავტოსაგზაო შემთხვევაც არ უნდა მოხდეს, საბედნიეროდ, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა მიმართოთ Toyota-ს ავტორიზებულ სახელოსნოებს. ჩვენი კვალიფიცირებული სპეციალისტები კომპლექსური სარემონტო სამუშაოების წყალობით, თქვენს Toyota-ს პირვანდელ სახეს დაუბრუნებენ.

Toyota-ს სათანადოდ მომზადებული სპეციალისტები თქვენს ავტომობილს Toyota-ს უმაღლესი სტანდარტების (NCAP, BSI და სხვ.) მიხედვით შეაკეთებენ. ავტონაწილების შეცვლის საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ დავაყენებთ მხოლოდ Toyota-ს ორიგინალ ნაწილებს არა ნაკლებ 12 თვის გარანტიით და თუ შესაძლებელი იქნება, რემონტის პერიოდში შემცვლელ ავტომობილსაც გამოგიყოფთ.