1. Electrified
  2. Hybrid

აირჩიეთ ჰიბრიდული ავტომობილი ლიდერისგან, ჰიბრიდული ტექნოლოგიების სფეროში

შეუერთდით TOYOTA-ს ჰიბრიდის 15 მილიონზე მეტ მძღოლს

1997 წელს, ინოვაციური პრიუსის სახით, ტოიოტამ მსოფლიოს ჰიბრიდული ტექნოლოგია გააცნო. როგორც ლიდერი ჰიბრიდული ტექნოლოგიების სფეროში, ჩვენ ვაუმჯობესებდით ჩვენს ინოვაციურ, თვითდამუხტვად ჰიბრიდულ ავტომობილებს 20 წლის განმავლობაში და ახლა, შეგვიძლია ვიამაყოთ ელეგანტური და ეკონომიური ჰიბრიდული ავტომობილების სამოდელო ხაზით, რომელიც შეეფერება ნებისმიერ ცხოვრების სტილს.

გადმოდით ავტომობილის მართვის ახალ სტილზე!

სრულად ელექტრულ ძრავასა და ეკონომიურ ბენზინის ძრავას შორის მარტივი გადართვით, Toyota-ს ჰიბრიდები ზოგავენ საწვავს, თქვენს ფინანსებს და გთავაზობენ თავის კლასში მოწინავე, CO2-ის დაბალ ემისიებს და ვინაიდან ისინი თვითდამუხტვადი ჰიბრიდები არიან, მათი ბატარეები არასდროს არ საჭიროებენ დენის წყაროში შეერთებას.

დასვით შეკითხვები, რათა გაიგოთ თუ, როგორ შეუძლია ჰიბრიდს თქვენი ცხოვრების გამარტივება.

შეარჩიეთ საუკეთესო ჰიბრიდი თქვენთვის

 

ჰიბრიდული ქროსოვერებით დაწყებული და დამთავრებული ქალაქის ჰიბრიდული ავტომობილებით, ჩვენ გთავაზობთ რვა უნიკალური მოდელისგან შემდგარ ხაზს, რომელიც შეეფერება ნებისმიერ ცხოვრების სტილს.

იქნება ეს დინამიკური ქროსოვერი C-HR, RAV4 ყველა ამძრავი თვლების სისტემით თუ ტევადი Corolla, Toyota გთავაზობთ საუკეთესო ჰიბრიდულ ავტომობილებს.

POST https://dxp-webcarconfig.toyota-europe.com/v1/model-filter-results/ge/ka?fuelType=h_1%2Celectric%2Ch_2%2Cplugin

ხშირად დასმული კითხვები

Toyota-ს ჰიბრიდები ცნობილნი არიან, როგორც: "ჰიბრიდულ-ელექტრული" ავტომობილები, ვინაიდან ითავსებენ ენერგიის ორ წყაროს: ბენზინის ძრავას და ელექტროძრავას. ეს ორი ძრავა მუშაობს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად და სწორედ ეს განასხვავებს Toyota-ს სრულად ჰიბრიდულ ტექნოლოგიას სხვა, ნაწილობრივ ჰიბრიდული ავტომობილებისგან.

Toyota-ს ჰიბრიდებს შეუძლიათ გამოიყენონ ელექტროენერგია დაძვრისას ან 50კმ/სთ-მდე სიჩქარით მგზავრობის დროს. ქალაქში მართვისას, ენერგიის თითქმის ნახევარს ელექტრო ძრავი დამოუკიდებლად გამოიმუშავებს, რა დროსაც ავტომობილი საერთოდ არ მოიხმარს ბენზინს. შედეგად - საწვავის ნულოვანი მოხმარება, ნულოვანი გამონაბოლქვი და პრაქტიკულად უხმო გადაადგილება.

კიდევ გაქვთ შეკითხვები იმაზე, თუ რა არის ჰიბრიდი? ქვემოთ შეგიძლიათ გაეცნოთ პასუხებს, ჰიბრიდებთან დაკავშირებულ სხვა პოპულარულ შეკითხვებზე ან შეარჩიეთ თქვენთვის შესაფერისი ჰიბრიდი ჩვენს სამოდელო ხაზში.

Toyota-ს ჰიბრიდებს შეუძლიათ გამოიყენონ ელექტროენერგია დაძვრისას ან 50კმ/სთ-მდე სიჩქარით მგზავრობის დროს. ისინი ცნობილნი არიან, როგორც: "ჰიბრიდულ-ელექტრული" ავტომობილები, ვინაიდან მოიცავენ ენერგიის ორ წყაროს: ბენზინის ძრავას და ელექტროძრავას. იმის წყალობით, რომ Toyota-ს ჰიბრიდებს გააჩნიათ თვითდამუხტვის ფუნქცია, თქვენ აღარ გჭირდებათ მათი დამუხტვა დენში ჩართვით. Toyota-ს ჰიბრიდებში ბატარეის განმუხტვისას, ამოქმედდება ბენზინის ძრავა და ხელახლა მუხტავს მათ.

აგრეთვე, ჩვენი ჰიბრიდები აღჭურვილია რეგენერაციული დამუხრუჭების სისტემით. დამუხრუჭებისას, გენერატორი გამოიმუშავებს ელექტროენერგიას, რომელიც მუხტავს ბატარეებს. ამის შედეგია: საწვავის ნულოვანი ხარჯი, ნულოვანი ემისიები და 50%-მდე ჩუმი მართვა ქალაქში.

კიდევ გაქვთ შეკითხვები, ჰიბრიდების ელექტროენერგიაზე მუშაობასთან დაკავშირებით? ქვემოთ შეგიძლიათ გაეცნოთ პასუხებს, ჰიბრიდებთან დაკავშირებულ სხვა პოპულარულ შეკითხვებზე ან შეარჩიეთ თქვენთვის შესაფერისი ჰიბრიდი ჩვენს სამოდელო ხაზში.

Toyota-ს ყველა ჰიბრიდი აღჭურვილია ინოვაციური, თვითდამუხტვადი ბატარეების ტექნოლოგიით. ისინი ცნობილნი არიან, როგორც: "ჰიბრიდულ-ელექტრული" ავტომობილები, ვინაიდან მოიცავენ ენერგიის ორ წყაროს: ბენზინის ძრავას და ელექტროძრავას. ეს ნიშნავს, რომ სრულად ელექტრული ავტომობილებისგან განსხვავებით, თქვენ არ დაგჭირდებათ მათი ბატარეების დამუხტვა დენში ჩართვით.

Toyota-ს ჰიბრიდებში ბატარეის განმუხტვისას, ამოქმედდება ბენზინის ძრავა და ხელახლა მუხტავს მათ. აგრეთვე, ჩვენი ჰიბრიდები აღჭურვილია რეგენერაციული დამუხრუჭების სისტემით. დამუხრუჭებისას, გენერატორი გამოიმუშავებს ელექტროენერგიას, რომელიც მუხტავს ბატარეებს.

კიდევ გაქვთ მსგავსი შეკითხვა? გახსოვდეთ, რომ Toyota-ს ჰიბრიდებში არ არის ზედმეტი გაყვანილობები, შესაერთებლები და დისკომფორტი. ქვემოთ შეგიძლიათ გაეცნოთ პასუხებს, ჰიბრიდებთან დაკავშირებულ სხვა პოპულარულ შეკითხვებზე ან შეარჩიეთ თქვენთვის შესაფერისი ჰიბრიდი ჩვენს სამოდელო ხაზში.

უკვე 23 წელზე მეტია, რაც ტოიოტა ინოვაციურ, თვითდამუხტვად ჰიბრიდულ ტექნოლოგიაზე მუშაობს. ჩვენი მეოთხე თაობის ჰიბრიდული ტექნოლოგია ევროპაში ჩვენ მიერ გაყიდულ ყოველ მეორე ავტომობილს ამოძრავებს. ეს ტექნოლოგია წარმოადგენს საფუძველს ტოიოტას ახალი ჰიბრიდულ-ელექტრული ხაზისთვის, რომელიც გაყიდვაში 2020 წლის დასაწყისისთვის შევა.

Toyota-ს ჰიბრიდებში არსებული, ბატარეების ინოვაციური ტექნოლოგია შექმნილია ისე, რომ ემსახუროს ავტომობილს სრული საექსპლუატაციო ვადის განმავლობაში. ფაქტობრივად, ზოგიერთი მექანიკური ელემენტი, როგორიცაა: გადაბმულობა, ცვლადი დენის გენერატორი და სტარტერის მოტორი, არის სრულად ამოღებული, რაც თავის მხრივ, სამომავლოდ ამცირებს გაუთვალისწინებელი ხარჯების რისკს. აგრეთვე, ახალი ავტომობილის ყველა ჰიბრიდულ კომპონენტზე, მათ შორის ჰიბრიდულ ბატარეებზე, ვრცელდება Toyota-ს 5-წლიანი/100,000კმ* გარანტია.
*იმის მიხედვით თუ, რომელი შესრულდება უფრო ადრე.

კვლავ გაქვთ შეკითხვა, არის თუ არა ჰიბრიდული ტექნოლოგია სანდო? ქვემოთ შეგიძლიათ გაეცნოთ პასუხებს, ჰიბრიდებთან დაკავშირებულ სხვა პოპულარულ შეკითხვებზე ან შეარჩიეთ თქვენთვის შესაფერისი ჰიბრიდი ჩვენს სამოდელო ხაზში.

ყველა ჰიბრიდული ავტომობილი აღჭურვილია შიდა წვის ძრავითა და ელექტროძრავით. ბევრ სხვა ნაწილობრივ ჰიბრიდთან შედარებით, Toyota-ს სრულად ჰიბრიდული ავტომობილების ძირითადი უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ მათი ენერგიის ორივე წყარო მუშაობს ერთმანეთისგან სრულიად დამოუკიდებლად.

ნაწილობრივ ჰიბრიდულ ავტომობილებში, ელექტროძრავა გამოიყენება შიდა წვის ძრავის მხარდასაჭერად, აჩქარების ან უცვლელი სიჩქარით მგზავრობის დროს – ავტომობილს არ შეუძლია მხოლოდ ელექტროძრავით მუშაობა. Toyota-ს სრულ ან თვითდამუხტვად ჰიბრიდებში, 50 კმ/სთ-მდე სიჩქარით მგზავრობისას, თქვენ შეგიძლიათ ისიამოვნოთ სრულად ელექტრული მართვით, ასეთი შემთხვევების თითქმის 50%-ში. ხოლო უფრო მაღალი სიჩქარის განვითარებისას, ან ავტობანზე გასწრებისას, სიმძლავრის საჭირო ბიძგის უზრუნველსაყოფად ბენზინისა და ელექტრონული ძრავები ერთად მუშაობენ.

კვლავ გაქვთ შეკითხვები, ნაწილობრივ და სრულ ჰიბრიდებს შორის განსხვავებასთან დაკავშირებით? ქვემოთ შეგიძლიათ გაეცნოთ პასუხებს, ჰიბრიდებთან დაკავშირებულ სხვა პოპულარულ შეკითხვებზე ან შეარჩიეთ თქვენთვის შესაფერისი ჰიბრიდი ჩვენს სამოდელო ხაზში.

Toyota-ს ჰიბრიდებში არსებული, ბატარეების ინოვაციური ტექნოლოგია შექმნილია ისე, რომ ემსახუროს ავტომობილს სრული საექსპლუატაციო ვადის განმავლობაში. ვინაიდან Toyota-ს ჰიბრიდებს ახასიათებთ თვითდამუხტვის ფუნქცია, ბატარეები არ საჭიროებენ დასამუხტად დენში ჩართვას. ახალი ავტომობილის ყველა ჰიბრიდულ კომპონენტზე, მათ შორის ჰიბრიდულ ბატარეებზე, ვრცელდება Toyota-ს 5-წლიანი/100,000კმ* გარანტია.
*იმის მიხედვით თუ, რომელი შესრულდება უფრო ადრე.

ელექტრომობილებისგან განსხვავებით, Toyota-ს ჰიბრიდით აღარ მოგიწევთ ნერვიულობა, შორ მანძილზე მგზავრობისას. თავის კლასში მოწინავე საწვავის ეკონომიით, ის მანძილი, რომლის გავლაც მათ შეუძლიათ, ანალოგიური კატეგორიის ბენზინზე თუ დიზელზე მომუშავე ავტომობილების მსგავსია. ისევე, როგორც ჩვეულებრივ ავტომობილში, თქვენ უნდა შეავსოთ საწვავის ავზი და განაგრძოთ გზა.

Toyota-ს ყველა ჰიბრიდს აქვს თვითდამუხტვის ფუნქცია, ამიტომ თქვენ არ დაგჭირდებათ მათი ბატარეების დამუხტვა დენში ჩართვით. გარდა ამისა, ისინი აღჭურვილნი არიან რეგენერაციული დამუხრუჭების სისტემით, რაც ნიშნავს, რომ დამუხრუჭების დროს გამომუშავებული ელექტროენერგია მუხტავს ბატარეებს.

კიდევ გაქვთ მსგავსი კითხვები? ქვემოთ შეგიძლიათ გაეცნოთ პასუხებს, ჰიბრიდებთან დაკავშირებულ სხვა პოპულარულ შეკითხვებზე ან შეარჩიეთ თქვენთვის შესაფერისი ჰიბრიდი ჩვენს სამოდელო ხაზში.

ტოიოტას ჰიბრიდებს შეუძლიათ ენერგიის წყაროს ერთი ძრავიდან მეორეზე შეუმჩნევლად გადართვა, რის შედეგადაც თქვენ მიიღებთ ავტომობილის სხარტ რეაქციას სასურველ მომენტში. როგორც კი თქვენ დააწვებით აქსელერატორის სატერფულს, ჰიბრიდული ავტომობილის ელექტროძრავა უზრუნველყოფს მყისიერ ბიძგს, ხოლო უფრო მაღალ სიჩქარეზე მგზავრობისას, ან ავტობანზე გასწრებისას, ის მუშაობს ბენზინის ძრავთან ერთად და საგრძნობლად ზრდის სიმძლავრეს.

კვლავ გაქვთ შეკითხვები, ჰიბრიდების სიმძლავრესთან დაკავშირებით? ქვემოთ შეგიძლიათ გაეცნოთ პასუხებს, ჰიბრიდებთან დაკავშირებულ სხვა პოპულარულ შეკითხვებზე ან შეარჩიეთ თქვენთვის შესაფერისი ჰიბრიდი ჩვენს სამოდელო ხაზში.

მგრძნობიარე ბენზინის ძრავისა და მძლავრი ელექტროძრავის კომბინაციის წყალობით, Toyota-ს ჰიბრიდების მართვა მეტად სახალისოა. დაბალი სისწრაფით გადაადგილებისას, ჰიბრიდული ავტომობილის ელექტროძრავა წარმოქმნის გამწევი ძალის მყისიერ ბიძგს, ხოლო უფრო მაღალ სიჩქარეზე მგზავრობისას, ან ავტობანზე გასწრებისას, ის მუშაობს ბენზინის ძრავთან ერთად და ამგვარად უზრუნველყოფს სიმძლავრის სწრაფ ზრდას.

ახალ კოროლაში წარმოდგენილი 1.8-ლიტრიანი ჰიბრიდული ძრავა მძღოლებს კიდევ უფრო ენერგიულ მგზავრობას სთავაზობს. მეტი სიმძლავრითა და საჭეზე არსებული სიჩქარეთა გადამრთველებით, რაც გთავაზობთ უფრო დინამიკური მართვის გამოცდილებას, ახალ Corolla ჰიბრიდს შეუძლია 10 წამში განავითაროს სიჩქარე 0-დან 100 კმ/სთ-მდე. გარდა ამისა, Toyota-ს უახლესი ჰიბრიდები შექმნილია ახალ, TNGA პლატფორმაზე, რომლის წყალობითაც გაუმჯობესებულია სტაბილურობა მოსახვევებში და საჭის მართვა.

კვლავ გაინტერესებთ, არის თუ არა ჰიბრიდის მართვა სახალისო? ქვემოთ შეგიძლიათ გაეცნოთ პასუხებს, ჰიბრიდებთან დაკავშირებულ სხვა პოპულარულ შეკითხვებზე ან შეარჩიეთ თქვენთვის შესაფერისი ჰიბრიდი ჩვენს სამოდელო ხაზში.

ჰიბრიდული ავტომობილების ტექნოლოგიაში არაფერია რთული. სინამდვილეში, Toyota-ს ჰიბრიდები შესაძლოა უფრო მარტივი სამართავიც იყოს, ვიდრე თქვენთვის ჩვეული ავტომობილი. ჩვენი თვითდამუტხვადი ჰიბრიდული სისტემა საკუთარ თავს აკონტროლებს და შეუმჩნევლად ირჩევს ან უხმაურო ელექტროძრავას, ან მოქნილ ბენზინის ძრავას, ან ორივეს, იმ სიტუაციაში, როდესაც თქვენ სიმძლავრის ბიძგი გჭირდებათ. არავითარი ბერკეტები, ღილაკები და გადამრთველები.

მეტიც, ყველა ტოიოტას ჰიბრიდი აღჭურვილია ავტომატური გადაცემათა კოლოფით, რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენ შეგიძლიათ მშვიდად, კომფორტულად მოეწყოთ სავარძელში და დატკბეთ ჰიბრიდის მართვით.

კიდევ გაქვთ მსგავსი კითხვები? ქვემოთ შეგიძლიათ გაეცნოთ პასუხებს, ჰიბრიდებთან დაკავშირებულ სხვა პოპულარულ შეკითხვებზე ან შეარჩიეთ თქვენთვის შესაფერისი ჰიბრიდი ჩვენს სამოდელო ხაზში.

ტოიოტას ჰიბრიდებს გააჩნიათ ორი, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მომუშავე ენერგიის წყარო: ტრადიციული ბენზინის ძრავა და ელექტროძრავა. შედარებით მაღალ სიჩქარეზე მგზავრობისას, ან ავტობანზე გასწრებისას, სიმძლავრის საჭირო ბიძგის უზრუნველსაყოფად ორივე ძრავა ერთდროულად მუშაობს. ტოიოტას ჰიბრიდის ბენზინის ძრავა არა მხოლოდ ეკონომიურია ამ სიჩქარეებზე, არამედ ჩუმი და კომფორტულიც.

მიუხედავად იმისა, რომ ჰიბრიდების უმრავლესობა წინა ამძრავი თვლების სისტემითაა აღჭურვილი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, Toyota-ს ჰიბრიდების ხაზი მოიცავს 4x4 ავტომობილებსაც, მათთვის, ვისაც სჭირდება უგზოობის თუ უამინდობის პირობებში მაღალი გამავლობის მქონე ავტომობილი. ახალი RAV4 ჰიბრიდი აღჭურვილია მოწინავე AWD-i სისტემით, რომელიც უზრუნველყოფს ბევრად უფრო მძლავრ სამუშაო მაჩვენებლებს მკაცრ პირობებში და უსაფრთხო მართვას სრიალა ზედაპირებზე.

Toyota-ს ჰიბრიდის ძრავასა და ელექტროძრავას, რომლებსაც მოძრაობაში მოჰყავს წინა თვლები, ისეთ მოდელებში, როგორიცაა: RAV4 ჰიბრიდი AWD, დამატებული აქვს უკანა ელექტროძრავა, რომელიც ამუშავებს უკანა თვლებს. ეს უზრუნველყოფს ბრუნვის მომენტის 30%-ს უკანა თვლებზე, რაც განაპირობებს საიმედო მართვას ფხვიერ და სრიალა ზედაპირებზე.

კვლავ გაქვთ შეკითხვები ჰიბრიდების სრული ამძრაობის სისტემასთან დაკავშირებით? ქვემოთ შეგიძლიათ გაეცნოთ პასუხებს, ჰიბრიდებთან დაკავშირებულ სხვა პოპულარულ შეკითხვებზე ან შეარჩიეთ თქვენთვის შესაფერისი ჰიბრიდი ჩვენს სამოდელო ხაზში.

თქვენ ალბათ გესიამოვნებათ იმის გაგება, რომ ზამთრის პირობებში, ტოიოტას ჰიბრიდის მართვა არაფრით არ განსხვავდება ჩვეულებრივი ავტომობილის მართვისაგან. ჩვენი თვითდამუხტვადი ჰიბრიდული სისტემის უპირატესობაა ის, რომ იგი თავად აკონტროლებს ბენზინის ძრავისა და ელექტროძრავის მუშაობას.

Toyota-ს ახალი ჰიბრიდები აღჭურვილია მოჭიდების კონტროლისა და ავტომობილის სტაბილურობის კონტროლის სისტემებით, რომლებიც გეხმარებიან გზის სრიალა ზედაპირზე მგზავრობისას. უფრო ექსტრემალური პირობებისთვის კი, Toyota გთავაზობთ ჰიბრიდულ მოდელებს, რომლებიც აღჭურვილია ოთხივე წამყვანი თვლით (AWD), მაგალითად, როგორიცაა RAV4 ჰიბრიდი. მათ გააჩნიათ მეორე, ძარის უკანა მხარეს დამონტაჟებული ელექტროძრავა, რომელიც ამოძრავებს უკანა თვლებს და აუმჯობესებს მოჭიდებასა და სტაბილურობას ყველანაირ პირობებში.

კვლავ გაქვთ შეკითხვები ჰიბრიდების ზამთარში მუშაობასთან დაკავშირებით? ქვემოთ შეგიძლიათ გაეცნოთ პასუხებს, ჰიბრიდებთან დაკავშირებულ სხვა პოპულარულ შეკითხვებზე ან შეარჩიეთ თქვენთვის შესაფერისი ჰიბრიდი ჩვენს სამოდელო ხაზში.

საწვავის მოხმარების ეფექტურობის მხრივ, ტოიოტას ჰიბრიდები თავიანთი კლასის ლიდერთა შორისაა. მოკლე მანძილზე დაბალსიჩქარიანი მგზავრობისას, ან ისეთი გადაადგილებისას, რომელიც ხშირ დაძვრასა და გაჩერებას გულისხმობს, ჰიბრიდები საერთოდ არ მოიხმარენ საწვავს, ვინაიდან ისინი შეძლებისდაგვარად ხშირად ელექტროძრავისა და ჰიბრიდული ბატარეის მეშვეობით გადაადგილდებიან. მაგალითად, ახალი ჰიბრიდული კოროლა, 100 კილომეტრის გასავლელად სულ 3.4 ლიტრ საწვავს მოიხმარს.

Toyota-ს ყველა ჰიბრიდს აქვს თვითდამუხტვის ფუნქცია. ისინი აღჭურვილნი არიან რეგენერაციული დამუხრუჭების სისტემით, რაც ნიშნავს, რომ დამუხრუჭების დროს გამომუშავებული ელექტროენერგია მუხტავს ბატარეებს. ეს საგრძნობლად ზრდის იმ მანძილს, რომლის გავლასაც თქვენ შეძლებთ მხოლოდ ელექტროძრავის მეშვეობით და ამგვარად, თქვენს მგზავრობას უფრო ეკონომიურს ხდის. ამის შედეგია საწვავის ნულოვანი მოხმარება, ნულოვანი გამონაბოლქვი და პრაქტიკულად უხმო გადაადგილება ქალაქში თქვენი მგზავრობის 50%-სთვის.

კიდევ გაქვთ შეკითხვები, ჰიბრიდების ეკონომიურობასთან დაკავშირებით? ქვემოთ შეგიძლიათ გაეცნოთ პასუხებს, ჰიბრიდებთან დაკავშირებულ სხვა პოპულარულ შეკითხვებზე ან შეარჩიეთ თქვენთვის შესაფერისი ჰიბრიდი ჩვენს სამოდელო ხაზში.

ტოიოტა ინოვაციურ, თვითდამუხტვად ჰიბრიდულ ტექნოლოგიაზე უკვე 20 წელზე მეტია მუშაობს. ჩვენი ჰიბრიდული ბატარეების ტექნოლოგია შექმნილია ისე, რომ ემსახუროს ავტომობილს სრული საექსპლუატაციო ვადის განმავლობაში. ამის ნახვა შესაძლებელია ზოგიერთ Toyota-ს ჰიბრიდების მაგალითზე, რომლებმაც ერთ მილიონ კილომეტრზე მეტი გაიარეს, თავდაპირველი ბატარეებითა და ბენზინის ძრავით.

ფაქტობრივად, ზოგიერთი მექანიკური ელემენტი, როგორიცაა: გადაბმულობა, ცვლადი დენის გენერატორი და სტარტერის მოტორი, არის სრულად ამოღებული, რაც თავის მხრივ, სამომავლოდ ამცირებს გაუთვალისწინებელი ხარჯების რისკს. დამატებითი სიმშვიდის უზრუნველსაყოფად, ახალი ავტომობილის ყველა ჰიბრიდულ კომპონენტზე, მათ შორის ჰიბრიდულ ბატარეებზე, ვრცელდება Toyota-ს 5-წლიანი/100,000კმ* გარანტია.
*იმის მიხედვით თუ, რომელი შესრულდება უფრო ადრე.

კვლავ გაქვთ შეკითხვა, არის თუ არა ჰიბრიდი საიმედო, გრძელვადიან პერსპექტივაში? ქვემოთ შეგიძლიათ გაეცნოთ პასუხებს, ჰიბრიდებთან დაკავშირებულ სხვა პოპულარულ შეკითხვებზე ან შეარჩიეთ თქვენთვის შესაფერისი ჰიბრიდი ჩვენს სამოდელო ხაზში.

ჰიბრიდული სისტემა ოდნავ უფრო ძვირია, ვიდრე მისი ტრადიციული ალტერნატივა, თუმცა Toyota-ს ჰიბრიდები გთავაზობენ ეკონომიას, არა მხოლოდ ნაკლები საწვავის მოხმარებით, არამედ ტექ. მომსახურების მხრივაც. მაგალითად, ჰიბრიდების შემთხვევაში, სამუხრუჭე ხუნდების შემცირებული ცვეთის შედეგად, მათი ტექმომსახურება 5-მდე პროცენტით უფრო იაფი ჯდება.

კვლავ გაქვთ შეკითხვა, ჰიბრიდის ექსპლუატაციის სიძვირესთან დაკავშირებით? ქვემოთ შეგიძლიათ გაეცნოთ პასუხებს, ჰიბრიდებთან დაკავშირებულ სხვა პოპულარულ შეკითხვებზე ან შეარჩიეთ თქვენთვის შესაფერისი ჰიბრიდი ჩვენს სამოდელო ხაზში.

ჩვენი ინოვაციური, რეგენერაციული დამუხრუჭების სისტემის წყალობით, Toyota-ს ჰიბრიდებში ხუნდები ნაკლებად ცვდება, რაც ტექ. მომსახურების ხარჯებს ამცირებს 5%-ით.

Toyota-ს ჰიბრიდის ელექტროძრავა და ბატარეის კომპონენტები პრაქტიკულად არ საჭიროებენ ტექნიკურ მომსახურებას და უფრო მეტად საიმედოა, ვიდრე შიდა წვის ძრავები, რომელიც უფრო რთული აგებულებისაა. ფაქტობრივად, ზოგიერთი მექანიკური ელემენტი, როგორიცაა: გადაბმულობა, ცვლადი დენის გენერატორი და სტარტერის მოტორი, არის სრულად ამოღებული, რაც თავის მხრივ, სამომავლოდ ამცირებს გაუთვალისწინებელი ხარჯების რისკს.

კვლავ ფიქრობთ, რომ ჰიბრიდების ექპსლუატაცია ძვირად ღირებულია? ქვემოთ შეგიძლიათ გაეცნოთ პასუხებს, ჰიბრიდებთან დაკავშირებულ სხვა პოპულარულ შეკითხვებზე ან შეარჩიეთ თქვენთვის შესაფერისი ჰიბრიდი ჩვენს სამოდელო ხაზში.

ჩვენი ინოვაციური, რეგენერაციული დამუხრუჭების სისტემის წყალობით, Toyota-ს ჰიბრიდებში ხუნდები ნაკლებად ცვდება, რაც ტექ. მომსახურების ხარჯებს ამცირებს 5%-ით.

Toyota-ს ჰიბრიდის ელექტროძრავა და ბატარეის კომპონენტები პრაქტიკულად არ საჭიროებენ ტექნიკურ მომსახურებას და უფრო მეტად საიმედოა, ვიდრე შიდა წვის ძრავები, რომელიც უფრო რთული აგებულებისაა. ფაქტობრივად, ზოგიერთი მექანიკური ელემენტი, როგორიცაა: გადაბმულობა, ცვლადი დენის გენერატორი და სტარტერის მოტორი, არის სრულად ამოღებული, რაც თავის მხრივ, სამომავლოდ ამცირებს გაუთვალისწინებელი ხარჯების რისკს.

კვლავ ფიქრობთ, რომ ჰიბრიდების ექპსლუატაცია ძვირად ღირებულია? ქვემოთ შეგიძლიათ გაეცნოთ პასუხებს, ჰიბრიდებთან დაკავშირებულ სხვა პოპულარულ შეკითხვებზე ან შეარჩიეთ თქვენთვის შესაფერისი ჰიბრიდი ჩვენს სამოდელო ხაზში.

მეორადი ავტომობილების თვალსაზრისით, Toyota-ს ჰიბრიდები დამაჯერებლად ინარჩუნებენ თავის ღირებულებას. რიგი უპირატესობების წყალობით: დაბალი საექსპლუატაციო ხარჯები, ხელმისაწვდომი სერვისი ჰიბრიდულ სისტემაზე, სრული გარანტია ჰიბრიდულ ბატარეებზე, Toyota-ს ჰიბრიდების ნარჩენი ღირებულება საშუალოდ 4%-ით მეტია, ჩვეულებრივ ავტომობილებთან შედარებით.

სრულად ელექტრულ ძრავასა და ეკონომიურ ბენზინის ძრავას შორის მარტივი გადართვით, Toyota-ს ჰიბრიდები ზოგავენ საწვავს, თქვენს ფინანსებს და გთავაზობენ თავის კლასში მოწინავე, CO2-ის დაბალ ემისიებს. ასევე, არსებობს მთელი რიგი წამახალისებელი ინიციატივები მთავრობისგან, რომლითაც სარგებლობენ ჰიბრიდული ავტომობილები, მაგალითად: დაბალი ემისიის ზონების ხელმისაწვდომობა, ფასდაკლება პარკირების გადასახადებზე. 4-5 წლიანი ექსპლუატაციის შემდეგაც კი, ჰიბრიდები ინარჩუნებენ მაღალ ნარჩენ ღირებულებას.

კიდევ გაქვთ შეკითხვები ჰიბრიდების ნარჩენ ღირებულებასთან დაკავშირებით? ქვემოთ შეგიძლიათ გაეცნოთ პასუხებს, ჰიბრიდებთან დაკავშირებულ სხვა პოპულარულ შეკითხვებზე ან შეარჩიეთ თქვენთვის შესაფერისი ჰიბრიდი ჩვენს სამოდელო ხაზში.

Toyota-მ ჰიბრიდული ტექნოლოგია პირველად Prius-ზე გამოიყენა, 1997 წელს. დღეს, როგორც ლიდერი ჰიბრიდულ ტექნოლოგიებში და მსოფლიოს მასშტაბით, 12 მილიონზე მეტი ჰიბრიდის გაყიდვების მაჩვენებლით, გთავაზობთ რვა, უნიკალური ავტომობილისგან შემდგარ ჰიბრიდულ ხაზს. კროსოვერებით დაწყებული და დამთავრებული ქალაქის ავტომობილებით, ისინი შეესაბამება ცხოვრების ყველანაირ სტილს.

იქნება ეს დინამიკური კროსოვერი C-HR-ი, RAV4 ყველა ამძრავი თვლების სისტემით თუ ტევადი Corolla, ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ თქვენთვის Toyota-ს აქვს ჰიბრიდული ავტომობილების საუკეთესო არჩევანი.

კვლავ ფიქრობთ იმაზე თუ, რომელი ჰიბრიდია თქვენთვის საუკეთესო? ქვემოთ შეგიძლიათ გაეცნოთ პასუხებს, ჰიბრიდებთან დაკავშირებულ სხვა პოპულარულ შეკითხვებზე ან შეარჩიეთ თქვენთვის შესაფერისი ჰიბრიდი ჩვენს სამოდელო ხაზში.

შთამბეჭდავი ეკონომიურობის წყალობით, Toyota-ს ჰიბრიდები არა მარტო ზოგავენ თქვენს საწვავსა და ფინანსებს, არამედ გთავაზობენ დამატებით სარგებელსაც.

სრულად ელექტრულ ძრავასა და ეკონომიურ ბენზინის ძრავას შორის მარტივი გადართვით, Toyota-ს ჰიბრიდები ზოგავენ საწვავს, თქვენს ფინანსებს და გთავაზობენ თავის კლასში მოწინავე, CO2-ის დაბალ ემისიებს. ასევე, არსებობს მთელი რიგი წამახალისებელი ინიციატივები მთავრობისგან, რომლითაც სარგებლობენ ჰიბრიდული ავტომობილები, მაგალითად: დაბალი ემისიის ზონების ხელმისაწვდომობა, ფასდაკლება პარკირების გადასახადებზე. იმის ხარჯზე, რომ Toyota-ს ყველა ჰიბრიდი არის თვითდამუხტვადი, მათ ბატარეებს დამუხტვისთვის არასდროს დასჭირდებათ დენში ჩართვა.