არის თუ არა ჰიბრიდის მართვა სახალისო?

ჰკითხეთ Toyota-ს ჰიბრიდს

ენერგია, რომელიც ამოძრავებს თქვენს ავტომობილს

მგრძნობიარე ბენზინის ძრავისა და მძლავრი ელექტროძრავის კომბინაციის წყალობით, Toyota-ს ჰიბრიდების მართვა მეტად სახალისოა. დაბალი სისწრაფით გადაადგილებისას, ჰიბრიდული ავტომობილის ელექტროძრავა წარმოქმნის გამწევი ძალის მყისიერ ბიძგს, ხოლო უფრო მაღალ სიჩქარეზე მგზავრობისას, ან ავტობანზე გასწრებისას, ის მუშაობს ბენზინის ძრავთან ერთად და ამგვარად უზრუნველყოფს სიმძლავრის სწრაფ ზრდას.

ახალ კოროლაში წარმოდგენილი 1.8-ლიტრიანი ჰიბრიდული ძრავა მძღოლებს კიდევ უფრო ენერგიულ მგზავრობას სთავაზობს. მეტი სიმძლავრითა და საჭეზე არსებული სიჩქარეთა გადამრთველებით, რაც გთავაზობთ უფრო დინამიკური მართვის გამოცდილებას, ახალ Corolla ჰიბრიდს შეუძლია 10 წამში განავითაროს სიჩქარე 0-დან 100 კმ/სთ-მდე. გარდა ამისა, Toyota-ს უახლესი ჰიბრიდები შექმნილია ახალ, TNGA პლატფორმაზე, რომლის წყალობითაც გაუმჯობესებულია სტაბილურობა მოსახვევებში და საჭის მართვა.

კვლავ გაინტერესებთ, არის თუ არა ჰიბრიდის მართვა სახალისო? ქვემოთ შეგიძლიათ გაეცნოთ პასუხებს, ჰიბრიდებთან დაკავშირებულ სხვა პოპულარულ შეკითხვებზე ან შეარჩიეთ თქვენთვის შესაფერისი ჰიბრიდი ჩვენს სამოდელო ხაზში.

თქვენი ,,Cookie ფაილების" პარამეტრები

,,ტოიოტას" ვებ-გვერდები იყენებს Cookie ფაილებს თქვენთვის უსაფრთხო გამოცდილების მონიჭების, მუშაობის გაუმჯობესების, ყველა საიტის ფუნქციონირების და შინაარსის პერსონალიზების მიზნით.

ჩვენი Cookie პოლიტიკის მიღებით თანხმდებით, უფლება მოგვცეთ, შევაგროვოთ ინფორმაცია ტოიოტას ვებ-გვერდზე. შეიტყვეთ მეტი ან შეცვალეთ თქვენი პრიორიტეტები ჩვენს Cookie ფაილების პარამეტრების გვერდზე.