Hilux-ის გალერეა
2.7ლ ბენზინის ძრავა (166 ც.ძ.)
https://dxp-webcarconfig.toyota-europe.com/v1/compare-v2/ge/ka
Hilux-ის გალერეა
მისი დაკუნთული დგომი ასახიერებს ძალას, ხოლო ძლიერი წინა და უკანა ბამპერები, ასევე მძლავრი სხმულები ძარას იცავენ დაზიანებისგან.
ის შექმნილი და შემოწმებულია ყველაზე ექსტრემალურ პირობებში სამუშაოდ. თქვენ შეგიძლიათ ენდოთ ლეგენდარულ ხარისხს, გამძლეობას და საიმედოობას, რაც ახასიათებს თითოეულ ახალ Hilux-ს.
ახალ Hilux-ში თავს ნამდვილად თავდაჯერებულად იგრძნობთ. აღმართზე დაძვრის დამხმარე სისტემა (HAC) და აქტიური მოჭიდების კონტროლის სისტემა (A-TRC) უზრუნველყოფს რბილ დაძვრას, ხოლო მისი ჩინებული ტვირთამწეობის და საბუქსირე შესაძლებლობების წყალობით, უკან არაფერი რჩება. ამგვარად, აღმართზე მიიწევთ, თუ დაღმართზე ეშვებით (DHAC), როდესაც Hilux-ში ზიხართ, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ საიმედო ხელში ხართ*.* სისტემები და აღჭურვილობა დამოკიდებულია მოდელზე.
მტკიცე გარედან, კომფორტული შიგნიდან. ახალი Hilux-ის ინტერიერი უფრო მეტად დახვეწილი და ელეგანტურია. გამძლე მასალა და საოცარი შესრულება გთავაზობთ მეტ კომფორტსა და სასიამოვნო შეგრძნებას.