
1971 წლის 21 მარტი
აპოლდა, გერმანია
ველორბოლა, პარა თხილამურებით კროსი
პარა სპორტით დაკავება შესაძლეოა ანდრეასთვის აუცილებლობით იყო გამოწვეული, მაგრამ მალე ენერგიული გერმანელი ზაფხულის და ზამთრის სპორტის პარაოლიმპიურ სცენაზე ერთ-ერთ დომინირებად ძალად იქცა. თავდაპირველად მან სცადა კალათბურთი ინვალიდის ეტლით, საბოლოოდ კი უნარები გაიფართოვა და პარა ბარის სათხილამურო სპორტში, პარა ბიატლონში, ინვალიდის ეტლით და ხელის ველოსიპედით რბოლებში დაიწყო გამოსვლა.
დღეის მდგომარეობით, ანდრეას მოპოვებული აქვს 37 მსოფლიო ჩემპიონატის მედალი და ის 27-ჯერ გამხდარა მსოფლიო ჩემპიონი ველორბოლაში, პარა ბიატლონში და პარა ბარის სათხილამურო სპორტში.
"ის თავგანწირვა და ძალისხმევა, პარაოლიმპიური ოქროს მედლის მოპოვება, მართლაც გასაოცარია და ჩვენ ძალიან ვამაყობთ იმით, რომ ანდრეას გუნდის პატარა ნაწილი ვართ."
– Toyota TMG-ს ინჟინერი
ანდრეას გამოწვევების მიმართ გაუნელებელი შეუპოვრობით შთაგონებულმა ტოიოტამ მას 2012 წელს თანამშრომლობა შესთავაზა. კომფორტსა და სიჩქარეზე ყურადღების გამახვილებით, ჩვენ მჭიდროდ ვიმუშავეთ ანდრეასთან, რათა შეგვექმნა ინდივიდუალური, მსუბუქი, ნახშირბადის ბოჭკოს მასალა მისი ველოსიპედისა და ციგისთვის, რაც ათლეტს პარაოლიმპიურ თამაშებზე უფრო კონკურენტუნარიანს გახდიდა.
1981 წლის 24 ნოემბერი
ბანფი, აბ, კანადა
პარა სამთო-სათხილამურო სპორტი
ლორენი დაიბადა მარცხენა ხელის გარეშე იდაყვის ქვემოთ, ასევე არ ჰქონდა ორივე ფეხი მუხლის ქვემოთ, თუმცა სპორტისადმი სიყვარული ამან ვერ გაუქრო. მან თხილამურებით სრიალის მოყვარულ მამასთან ერთად დროის გასატარებლად შაბათ-კვირას ფერდობებზე სრიალი დაიწყო და მალე, სათხილამურო სპორტი დამწყები ათლეტისთვის მგზნებარე საქმიანობად იქცა. უზარმაზარი გამოწვევებისა და წარუმატებლობების მიუხედავად, ლორენმა დაიწყო სრიალი ალბერტას პარა სამთო-სათხილამურო გუნდთან ერთად, როცა ის 14 წლის იყო.
როცა პირველად დავიწყე შეჯიბრებზე გამოსვლა, ნამდვილად მეგონა, რომ ამ პოდიუმის თავში აღმოჩენა შეუძლებელი იყო. მაგრამ წლების განმავლობაში ვარჯიშისა და დიდი ძალისხმევის წყალობით და ასევე ჩემს უკან მდგომი შესანიშნავი გუნდის დახმარებით, მე შევძელი პარაოლიმპიურ თამაშებზე ათი მედალი მომეპოვებინა.
ლორენმა გააგრძელა იმ გამოწვევებთან შეხვედრა, რაც შეუძლებლად ჩანდა - ერთი დაშვება ერთ ჯერზე. კანადური პარაოლიმპიური სათხილამურო გუნდის შემადგენლობაში ლორენი გახდა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ბევრი ჯილდოს მქონე პარა სამთო-სათხილამურო სპორტის მოთხილამურე. მან კანადის გუნდის შემადგენლობაში, 2002 წლის სოლტ ლეიკ სიტის ზამთრის პარაოლიმპიურ თამაშებზე, მოიპოვა ათი მედალი - რვა ოქროს, ერთი ვერცხლის და ერთიც ბრინჯაოს მედალი. 2010 წელს, როცა ლორენმა სათხილამურო სპორტიდან წასვლის შესახებ გამოაცხადა, აღნიშნა, რომ უნდოდა ის დაემახსოვრებინათ ისეთ სპორტსმენად, რომელმაც მიიღო და დაძლია გამოწვევები, რათა წარმატებისთვის მიეღწია.
1970 წლის 3 ივნისი
სეული, სამხრეთ კორეა
პარა ყინულის ჰოკეი
ორივე ფეხზე რევმატოიდული ართრიტით, 23 წლის ასაკში, ჰენმა გადაწყვიტა დაელაშქრა მთა, რომელიც 1, 708 მეტრი სიმაღლის იყო. როცა 17 საათის შემდეგ მის მწვერვალს მიაღწია, იგრძნო, რომ სჭირდებოდა ის სიმამაცე, რაც ცხოვრების ბარიერებს შესაძლებლობებად გადააქცევდა.
როცა ჰენს მარცხენა ფეხი მოჰკვეთეს შვიდი წლის შემდეგ, მას შემდეგ, რაც ოსტეომიელიტის დიაგნოზი დაუსვეს, ის დაფიქრდა მთაზე, იმ ტრიუმფალურ მომენტზე და გადაწყვიტა შეუპოვრად მიჰყოლოდა თავისი ცხოვრების ოცნებას გამხდარიყო მსოფლიო კლასის ათლეტი.
მან დაიწყო პარა ძალოსნობაში, ეტლით კალათბურთსა და რაგბიში ასპარეზი - კორეის რესპუბლიკის ეროვნულ დონეზე. თუმცა, ყინული იყო ის ადგილი, სადაც კარგად მოეწყო. რამდენიმე წლის შემდეგ, ჰენი 2012 წლის ვანკუვერის ზამთრის პარაოლიმპიურ თამაშებზე ბრწყინავდა. შემდეგ, ჰენი უკვე ახალ მწვერვალს იპყრობს, როცა 2018 წლის ზამთრის პარაოლიმპიურ თამაშებზე სამხრეთ კორეაში, შინ, ყინულზე გამოდის.
1973 წლის 21 მარტი
კანბერა, ავსტრალია
პარა სამთო-სათხილამურო სპორტი და ველორბოლა
როგორც კი მაიკლმა ისწავლა თუ როგორ უნდა გაევლო, მაშინვე შეუდგა სირბილს. მისი თხილამურებით სრიალის მოყვარული ოჯახი რეგულარულად დადიოდა მთებში, კანბერასთან ახლოს, სადაც მაიკლს თავდავიწყებით შეუყვარდა თოვლიანი ფერდობებიდან დაშვება.
მაიკლი ცხრა წლის იყო, როცა ძვლის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს და მუხლს ზემოთ ფეხის ამპუტირება დასჭირდა. რამდენიმე რთული წლის შემდეგ ის გამოკეთდა და სიარული ცალი ფეხით ხელახლა ისწავლა. 11 წლის მაიკლი მზად იყო სპორტის საშუალებით თავისი ფიზიკური შესაძლებლობების ზღვარი ხელახლა შეესწავლა.
ცხოვრების მიძღვნის და შეუპოვარი ვარჯიშის წყალობით, მაიკლი ზამთრის პარაოლიმპიურ თამაშებზე ყველაზე წარმატებულ პარაოლიმპიურ ათლეტად იქცა. მაიკლი ასევე გამოდის პარა ათლეტიკაში, სამთო ველორბოლაში და პარა ტრიათლონში. "მე არ მჩვევია ვთვლიდე, რომ რაღაც შეუძლებელია. ცხოვრებას ვუყურებ როგორც ჩემი შესაძლებლობების ზღვრის შემოწმებას და ვნახულობ თუ რა არის შესაძლებელი".
მაიკლის ისტორიით შთაგონებულმა Toyota Australia-მ 2002 წელს დაიწყო პარაოლიმპიელთან თანამშრომლობა და სხვადასხვა ნიჭის მქონე ათლეტი 2007 წელს გახდა ტოიოტას ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი. ტოიოტა მოხარულია იდგეს მაიკლის გვერდით, იქ, სადაც მისი შემდეგი სპორტული ოცნებები წაიყვანს.
1991 წლის 18 მარტი
ალეპო, სირია; დროებით ცხოვრობს ეეკლოში, ბელგიაში
ცურვა
2015 წელს, თურქეთში ლტოლვილად ცხოვრების ოთხი წლის შემდეგ, სირიელმა მოცურავემ რამიმ გადაწყვიტა ევროპაში გამგზავრებულიყო, რათა თავისი ოლიმპიური ოცნებები აეხდინა. ახალგაზრდა კაცი არ შეუშინდა ხმელთაშუა ზღვის სახიფათო წყლებს და გასაბერი ნავით საბერძნეთის კუნძულს მიაღწია. იქიდან რამიმ ხმელეთით ასევე ხიფათით აღსავსე გზა გაიარა და ჩავიდა ბელგიაში, სადაც თავშესაფერი მიიღო.
საბოლოოდ, ევროპაში ეპიკური ოდისეის შემდეგ, რამის ოლიმპიური ოცნებები უკვე ხელშესახებ მანძილზე იყო. 2016 წელს, სირიელი მოცურავე და ათი სხვა მამაცი ათლეტი გახსნის ცერემონიაში, ბრაზილიაში უკვე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ლტოლვილთა ოლიმპიური გუნდის დროშის ქვეშ მიაბიჯებდნენ. რამიმ თავისი პირველი ოლიმპიური თამაშები საუკეთესო პერსონალური შედეგით დაასრულა - 54.25 წამი 100 მეტრის დისტანციაზე თავისუფალი სტილით ცურვაში.
ჩემი გზავნილი მსოფლიოს ყველა ლტოლვილს: თუნდაც მძიმე ცხოვრება გქონდეთ, დაივიწყეთ და აიხდინეთ თქვენი ოცნებები".
რამი იხდენს თავის ოცნებებს და ამავე დროს ამით მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანს უსახავს იმედს, რომლებსაც დროებით იძულებით გადაადგილება მოუწიათ ომისა და სხვადასხვა შეზღუდვის გამო.
1980 წლის 1 მაისი
დურბანი, სამხრეთ აფრიკა
პარა ატლეთიკა
ტაირონი ყოველთვის ოცნებობდა დიდი ათლეტი გამხდარიყო. მისი ოცნება იყო, რომ ერთ დღეს სამხრეთ აფრიკის სახელით კრიკეტი ეთამაშა და სწორედ ამის მიღწევას აპირებდა. ის 14 წელი თამაშობდა, სანამ არ მიხვდა, რომ მისი ფიზიკური მდგომარეობის გამო ვერასოდეს აიხდენდა ოცნებას ეთამაშა სამხრეთ აფრიკის სახელით. როცა ასაკი მოემატა და თავისი მარცხენა ფეხის პროთეზს შეეჩვია, ტაირონი დარწმუნდა, რომ ოლიმპიური დიდება ასევე მიუღწეველი იყო მისთვის. თუმცა, მაინც, ტოიოტაში სამსახურის შემდეგ, თავისუფალ დროს ის მეგობრებთან და კოლეგებთან ერთად თამაშობდა.
მოგვიანებით, როდესაც ტელევიზორში პეკინის 2008 წლის პარაოლიმპიურ თამაშებს უყურებდა, ტაირონის ოცნებებმა სპორტულ დიდებასთან დაკავშირებით მოულოდნელად გაიღვიძეს; იგი ხედავდა ათლეტებს მსოფლიო არენაზე, რომლებიც იყვნენ ძლიერები, მაღლები და არ განსხვავდებოდნენ მისგან. ეს იყო მომენტი, როცა ტაირონმა გააცნობიერა, რომ მისი ადგილი იყო იქ, პარაოლიმპიურ მოედანზე და რომ მოვიდა დრო გადაედგა ეს ნაბიჯი.
პეკინის პარაოლიმპიური თამაშების ყურებიდან მხოლოდ რვა წლის შემდეგ ტაირონმა რიოს მოედანზე დადგა ფეხი, რათა შეესრულებინა ტყორცნა სამხრეთ აფრიკის გუნდის შემადგენლობაში. თავის პირველ პარაოლიმპიურ თამაშებზე, თავისი ქვეყნის სახელით, ტაირონმა ამაყად მიიღო ბრინჯაოს მედალი.
1984 წლის 29 თებერვალი
რენო, ნევადა, აშშ
პარა ცურვა
წყალი ეს არის ადგილი, სადაც ბრედ სნაიდერი თავს გრძნობს ყველაზე თავისუფლად. მან ცურვა ფლორიდაში ისწავლა, როცა ჯერ კიდევ ჩვილი ბავშვი იყო, ხოლო შეჯიბრში გამოსვლა 11 წლისამ დაიწყო. მოგვიანებით, ბრედი გახდა ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო აკადემიის ცურვის გუნდის კაპიტანი.
"ვფიქრობ, ცხოვრება, როცა მხედველობა დაკარგული გაქვს, ცხოვრება უსინათლოდ, ცხოვრება სიბნელეში, არის ის, რაც შეუძლებლად მეჩვენებოდა იმ რამდენიმე კვირის განმავლობაში, როცა ტრავმა მივიღე... პარაოლიმპიურ სპორტში კი აღმოვაჩინე ის, რომ მართალია ვერ ვხედავ, მაგრამ მაინც არსებობს უამრავი რამ, რისი გაკეთებაც ჯერ კიდევ შემიძლია".
როცა დაჭრილი ბრედი ავღანეთიდან დაბრუნდა, მას უნდა ესწავლა სიბნელეში ეპოვნა თავისი გზა. ოჯახი მხარში ედგა, რომელიც ერთ დროს სიცოცხლით სავსე ჯარისკაცს ეხმარებოდა შეესრულებინა მარტივი ამოცანები, როგორიცაა ჭამა, ჩაცმა და აბაზანის მიგნება.
გამოჯანმრთელებიდან რამდენიმე თვეში, ბრედმა გადაწყვიტა დაბრუნებოდა წყალს, რომელიც მისთვის ესოდენ ნაცნობი იყო. სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაკარგული მხედველობის ერთი წლის თავზე, ის ამაყად იდგა პარაოლიმპიურ პოდიუმზე, რათა ამერიკის შეერთებული შტატების გუნდის ოქროს მედალი შინ წაეღო. იმ მოცურავეთა შორის, ვინც საერთოდ ვერ ხედავს, ბრედი არის მოქმედი რეკორდსმენი 100 მეტრიან დისტანციაზე ცურვაში თავისუფალი სტილით.
დღეს ბრედს ახალი ამბიცია აქვს: აითვისოს სპორტის სხვა სახეობაც და 2020 წლის ტოკიოს პარატრიათლონში მიიღოს მონაწილეობა.
1977 წლის 16 ოქტომბერი
ენუგუ, ნიგერია
პარა ძალოსნობა
როცა ლუსი მშობლიური ქალაქ ენუგუდან გადავიდა იმ ადგილას, სადაც გარკვეული ფიზიკური შეზღუდვის მქონე ადამიანების ჯგუფი ცხოვრობდა, მან თავისთვის უამრავი შესაძლებლობა აღმოაჩინა, მათ შორის პარა სპორტი. იგი განსაკუთრებით დაინტერესდა პარა ძალოსნობით - იმ შეჯიბრით, სადაც მონაწილეობის მიღება ინვალიდის ეტლით შეეძლო.
2000 წლის სიდნეის პარაოლიმპიურ თამაშებამდე ცოტა ხნით ადრე, ლუსიმ დაიწყო ძალოსნობაში დაუღალავი ვარჯიში. იმ წელს, მის პირველ შეჯიბრზე, ნიგერიის გუნდის სახელით, შინ პირველი ვერცხლის მედალი წაიღო. რამდენიმე წლის შემდეგ, იგივე წონით კატეგორიაში, 2004 წლის ათენის პარაოლიმპიურ თამაშებზე ლუსიმ პარა ძალოსნობაში მსოფლიო რეკორდი მოხსნა ორჯერ და ოქროს მედალიც მოიპოვა.
2016 წელს ლუსი კვლავ მოხდა ყურადღების ცენტრში 2016 წლის რიოს პარაოლიმპიურ თამაშებზე, როცა სამი მსოფლიო რეკორდი მოხსნა და შინ მესამე პარაოლიმპიური ოქროს მედალი წაიღო.
1985 წლის 14 ოქტომბერი
ტარტუ, ესტონეთი
ათლეტიკა
დები ლუიკების ცხოვრებაში სირბილმა მნიშვნელობა მათთვის 24 წლის ასაკში შეიძინა; ამ სპორტის სახეობით ჯერ ლიინა დაინტერესდა და შემდეგ დებიც შეაგულიანა, რომ მისთვის მიებაძათ. ეს დებისთვის ბუნებრივი თვისება იყო, რადგან როგორც ლიინა ამბობს "ჩვენთვის მოძრაობა ნიშნავს თავისუფლებას". დებს შორის ჯანსაღმა პაექრობის იმპულსმა, მათ კოლექტიური, თითქოს შეუძლებელი მიზანი დაუსახა - ოლიმპიურ თამაშებზე ერთმანეთის წინააღმდეგ და ერთმანეთის გვერდით ეასპარეზათ.
"თუნდაც ისეთი ახალგაზრდა აღარ იყოთ, მაინც შეგიძლიათ ოლიმპიურ თამაშებზე გამოხვიდეთ, ჩვენსავით", თქვა ლიინა ლუიკმა.
თვეების განმავლობაში დაუღალავი ვარჯიშის შემდეგ, დები ლუიკები 2016 წლის რიოს ოლიმპიურ თამაშებზე გამოვიდნენ და გახდნენ პირველი სამტყუპი მონაწილე ოლიმპიადის ისტორიაში. შეჯიბრის შემდეგ, დაქანცულებმა, თუმცა აღფრთოვანებულებმა - ლილიმ, ლიინამ და ლეილამ ერთმანეთს ხელი ჩაჰკიდეს სიამაყის გრძნობით, რომ თავისი ერთობლივი ოცნება აისრულეს და ოლიმპიადაზე ერთად ირბინეს.
1956 წლის 23 ნოემბერს
ბიჩენო, ტასმანია, ავსტრალია
ცურვა
მას შემდეგ, რაც მისი ოჯახი ფიჯიდან მშობლიურ ავსტრალიას დაუბრუნდა იმ დროისთვის, როცა შეინი დაწყებით სკოლაში უნდა შესულიყო, მან სწორედ მაშინ დაიწყო ცურვაში ვარჯიში. მომავალი სუპერვარსკვლავი, ახალგაზრდა შეინი მალე დაწინაურდა და 15 წლის ასაკისთვის უკვე ოლიმპიურ მოედანზე გამოვიდა.
შეინი დომინირებდა მიუნხენის 1972 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, მოიპოვა ხუთი მედალი - სამი ოქრო, ერთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო. იგი იყო რეკორდსმენი ერთდროულად 100, 200, 300, 400, 800 და 1500 მეტრის დისტანციაზე თავისუფალი სტილით ცურვაში, ისევე როგორც 200 მეტრის დისტანციაზე ინდივიდუალურ კომპლექსურ ცურვაში.
1972 წლის თამაშებზე დომინირების შემდეგ, შეინი ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. ახალგაზრდა, ათლეტური ვარსკვლავი დიდებას გაექცა, ცურვის ასპარეზი მიატოვა და მისი ბავშვობის ოკეანის გამოკვლევას დაუბრუნდა. ორი ათწლეულის შემდეგ, შეინი დაუბრუნდა შეჯიბრებს უკვე როგორც ოსტატი და გააგრძელა მსოფლიო რეკორდების მოხსნა.
დღეს ეს გასაოცარი მოცურავე დაკავებულია Shane Gould Swimming-ის არა-კომერციული პროექტით ფიჯიში, შვედეთში და ავსტრალიაში აბორიგენი მოსახლეობის თემებში, რომლის ფარგლებშიც მონდომებულ მოცურავეებს უსაფრთხო ცურვის აუცილებელ უნარებს ასწავლიან.