1. New Cars
  2. Toyota C-HR

განსაკუთრებული ფუნქციები სტანდარტულ კომპლექტაციაში

Toyota C-HR თავისუფლად მოძრაობს როგორც ქალაქში, ისე მის ფარგლებს მიღმა. თავისი ფუნქციების წყალობით ის ყველაფრისთვის მზად არის.

arrow right
arrow left
  • კონცეპტუალური ავტომობილი შექმნილი გზისთვის

    თამამი დიზაინის მქონე კომპაქტური ავტომობილი, რომელსაც ვერასოდეს დაივიწყებთ.

  • მომხმარებლის პერსონალიზებული გამოცდილება

    შექმნილი ქალაქისთვის, მორგებული თქვენს სტილს.

  • ეკოლოგიურ ავტომობილებს შორის მოწინავე

    ჰიბრიდი - მდგრადი განვითარების პრინციპებით შექმნილი.

  • ელექტრიფიცირებული

    შთამბეჭდავი სამუშაო მაჩვენებლები და გამორჩეული მანევრირების უნარი.

  • უსაფრთხოების ინოვაციური ტექნოლოგიები

    ყოვლისმომცველი უსაფრთხოების სისტემების წყალობით თქვენ და სხვა ადამიანებიც უსაფრთხოდ იქნებით.

  • ქალაქს მორგებული ზომები

    სიგრძე 4362 მმ სიგანე 1832 მმ სიმაღლე 1564 მმ

  • ტევადი სალონი ქალაქური ცხოვრების წესისთვის

    ბარგის მოცულობის 1076 მ3-მდე გაზრდის მიზნით, შესაძლებელია უკანა სავარძლების გადაწევა (VDA).

  • ყოვლისმომცველი გარანტია, სრული დაცვა

    თქვენი Toyota C-HR ჩვენს ხელში უსაფრთხოდ იქნება.

POST https://aph-webcarconfig.toyota-europe.com/v1/grade-selector/ge/ka?modelId=6c193d6b-514c-436f-ab43-654d97e601d8&gclid=EAIaIQobChMIu8D2nK2DhQMVMOb9BR3HhwVLEAEYASAAEgIVfvD_BwE

Forced client side injection based on cached strategy

ხშირად დასმული კითხვები

ელექტრიფიცირებული სიმძლავრე: პასუხები თქვენს კითხვებზე

უკვე 25 წელზე მეტია, რაც Toyota ჰიბრიდულ რევოლუციას ჩაუდგა სათავეში და კვლავაც იმისკენ ისწრაფვის, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ემისიების გამოყოფის დონე შემცირდეს. ჰიბრიდული ავტომობილები აერთიანებს ელექტრულ და ბენზინის ძრავებს, რითაც შესანიშნავი სამუშაო მაჩვენებლები და კომფორტი მიიღწევა.

Toyota-ს ჰიბრიდს შეუძლია დაუბრკოლებლად გადაერთოს შიგა წვის ძრავიდან ელექტრულ ძრავაზე, რადგან ჰიბრიდული ავტომობილი ითავსებს ენერგიის ორ წყაროს: ბენზინის ძრავას და ელექტროძრავას.

Toyota-ს ჰიბრიდებს შეუძლიათ გამოიყენონ ელექტროენერგია დაძვრისას ან 50კმ/სთ-მდე სიჩქარით მგზავრობის დროს. ვინაიდან Toyota-ს ჰიბრიდების უმეტესობა თვითდამუხტვადია, ბატარეის განმუხტვისას ამოქმედდება ბენზინის ძრავა და ხელახლა მუხტავს მას.

Toyota-ს ყველა ჰიბრიდი აღჭურვილია ინოვაციური, თვითდამუხტვადი ბატარეების ტექნოლოგიით. ისინი ცნობილნი არიან, როგორც: "ჰიბრიდულ-ელექტრული" ავტომობილები, ვინაიდან მოიცავენ ენერგიის ორ წყაროს: ბენზინის ძრავას და ელექტრულ ძრავას. ეს ნიშნავს, რომ სრულად ელექტრული ავტომობილებისგან განსხვავებით, თქვენ არ დაგჭირდებათ მათი ბატარეების დამუხტვა დენში ჩართვით.

Toyota-ს ჰიბრიდებში არსებული, ბატარეების ინოვაციური ტექნოლოგია შექმნილია ისე, რომ ემსახუროს ავტომობილს სრული საექსპლუატაციო ვადის განმავლობაში. ფაქტობრივად, ზოგიერთი მექანიკური ელემენტი, როგორიცაა: გადაბმულობა, ცვლადი დენის გენერატორი და სტარტერის მოტორი, არის სრულად ამოღებული, რაც თავის მხრივ, სამომავლოდ ამცირებს გაუთვალისწინებელი ხარჯების რისკს. აგრეთვე, ახალი ავტომობილის ყველა ჰიბრიდულ კომპონენტზე, მათ შორის ჰიბრიდულ ბატარეებზე, ვრცელდება Toyota-ს 5-წლიანი/100,000კმ* გარანტია.

*იმის მიხედვით თუ, რომელი შესრულდება უფრო ადრე.

არსებობს ჰიბრიდულ-ელექტრული ავტომობილების სამი ტიპი: ზომიერი ჰიბრიდი, სრული ჰიბრიდი და Plug-in ჰიბრიდი. ზომიერი ჰიბრიდული ავტომობილები ელექტრო ძრავას მხოლოდ აჩქარების და უცვლელი სიჩქარით მგზავრობის დროს შიდა წვის ძრავის მხარდასაჭერად იყენებენ, რადგან ელექტრულ ძრავას ავტომობილი დამოუკიდებლად მოქმედებაში ვერ მოჰყავს. თვითდამუხტვადი, სრულად ჰიბრიდული ავტომობილით შესაძლებლობა გაქვთ 55 კმ/სთ-მდე სიჩქარით, ქალაქში 80%-მდე მგზავრობებისას ელექტრული სიმძლავრე გამოიყენოთ. Plug-in ჰიბრიდული ავტომობილი იგივე ჰიბრიდია, თუმცა მის ელექტრო ბატარეის წყალობით ავტომობილს უფრო მეტი მანძილის გავლა შეუძლია.