1. Brand protection

ბრენდის დაცვა

ტოიოტა კავკასია

ბრენდის დაცვა

შესავალი

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სასაქონლო ნიშნის გამოყენება მისი მფლობელის ნებართვის გარეშე იწვევს მფლობელის უფლებების დარღვევას. ამგვარი დარღვევისთვის გათვალისწინებულია სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

 

ტოიოტა მოტორ კორპორეიშენი არის რიგი სასაქონლო ნიშნების მფლობელი საქართველოში. ბევრი მეწარმე იყენებს ამ სასაქონლო ნიშნებს სხვადასხვა სახის რეკლამაში:

  • სარეკლამო აბრებზე;
  • ინტერნეტ გვერდებზე;
  • საქმიან ბარათებზე;
  • სარეკლამო ბროშურებში;
  • საგაზეთო რეკლამებში და სხვა სახის რეკლამებში;
 
ტოიოტა მოტორ კორპორეიშენის საკუთრებაში არსებული სასაქონლო ნიშნების გამოყენება ნებართვის გარეშე არის მისი უფლებების დარღვევა. თუმცა, ზოგიერთ გარემოებათა არსებობისას, ტოიოტა მოტორ კორპორეიშენი არ უჩივის მეწარმეებს რეკლამაში სასაქონლო ნიშნების არასანქცირებული გამოყენებისთვის და განიხილავს ასეთ გამოყენებას როგორც კეთილსინდისიერს. წინამდებარე გზამკვლევი აღწერს იმ ძირითად პირობებს, რომელთა გათვალისწინებითაც ტოიოტა მოტორ კორპორეიშენი მისი სასაქონლო ნიშნების გამოყენებას საქართველოში მოქმედ მეწარმეთა მიერ აღიქვამს, როგორც კეთილსინდისიერ გამოყენებას და რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაში მეწარმეებს აღარ დასჭირდებათ სასაქონლო ნიშნების რეკლამაში გამოყენებისთვის დამატებითი ნებართვის მოპოვება ტოიოტა მოტორ კორპორეიშენისგან.
 

გზამკვლევში გამოყენებული ტერმინები

1 - ТМС – ტოიოტა მოტორ კორპორეიშენი;

2 - TMC-ის სასაქონლო ნიშანი – ნებისმიერი სასაქონლო ნიშანი, რომელსაც ფლობს TMC;

3 - თავისუფალი სასაქონლო ნიშნები – TMC-ის სასაქონლო ნიშნები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს რეკლამაში TMC-ის დამატებითი ნებართვის გარეშე, მაგრამ მხოლოდ გზამკვლევში მოცემულ პირობათა გათვალისწინებით: TOYOTA, ტოიოტა, LEXUS, ლექსუსი;

4 - საქონელი – ავტომობილის ნებისმიერი სათადარიგო ნაწილი ან აქსესუარი;

5 - ორიგინალური საქონელი– ნებისმიერი საქონელი, რომელიც წარმოებულია TMC-ის მიერ ან მისი ნებართვით;

6 - ლეგალური საქონელი – ორიგინალური საქონელი შესყიდული TMC-ის ოფიციალური დილერისგან საქართველოს ტერიტორიაზე;

7 - ყალბი საქონელი – საქონელი, რომელიც არ არის წარმოებული TMC-ის მიერ ან მისი ნებართვით, მაგრამ შესწევს უნარი ჩაანაცვლოს მსგავსი ორიგინალური საქონელი, და პასუხობს შემდეგი მოთხოვნებიდან ერთ- ერთს:

- TMC-ის სასაქონლო ნიშანი განთავსებულია საქონელზე და საქონლის შეფუთვაზე, ხოლო შეფუთვის გარეგანი სახე მსგავსია ორიგინალური საქონლის შეფუთვისა;

- TMC-ის სასაქონლო ნიშანი განთავსებულია საქონლის შეფუთვაზე, მაგრამ არა საქონელზე, და შეფუთვის გარეგანი სახე მსგავსია ორიგინალური საქონლის შეფუთვისა;

- TMC-ის სასაქონლო ნიშანი განთავსებულია მხოლოდ საქონელზე, მაგრამ არა მის შეფუთვაზე.

8 - იმიტაცია – საქონელი, რომელიც არ არის წარმოებული TMC-ის მიერ ან მისი ნებართვით, მაგრამ შესწევს უნარი ჩაანაცვლოს მსგავსი ორიგინალური საქონელი, და რომელზეც ან რომლის შეფუთვაზეც განთავსებულია TMC-ის სასაქონლო ნიშნების აღრევამდე მსგავსი აღნიშვნა;

9 - დუბლიკატი – საქონელი, რომელიც არ არის წარმოებული TMC-ის მიერ ან მისი ნებართვით, მაგრამ შესწევს უნარი ჩაანაცვლოს მსგავსი ორიგინალური საქონელი, და პასუხობს ყველა შემდეგ მოთხოვნას:

- TMC-ის სასაქონლო ნიშანი არ არის განთავსებული საქონელზე;

- TMC-ის სასაქონლო ნიშანი განთავსებულია შეფუთვაზე;

- შეფუთვის გარეგანი სახე არ არის მსგავსი ორიგინალური საქონლის შეფუთვისა.

10 - პარალელური იმპორტი – ორიგინალური საქონლის იმპორტი საქართველოს ტერიტორიაზე TMC-ის ნებართვის გარეშე.

  • რომელი თავისუფალი სასაქონლო ნიშანი შეიძლება გამოყენებულ იქნას და როგორ?

    ნებადართულია

    აკრძალულია

     

    ნებისმიერი თავისუფალი სასაქონლო ნიშნის გამოყენება:

    1) TOYOTA

    2) ტოიოტა

    3) LEXUS

    4) ლექსუსი

    TMC-ის სხვა სასაქონლო ნიშნების, 

    გარდა თავისუფალი სასაქონლო ნიშნებისა, და აღრევამდე მსგავსი დასახელებების გამოყენება

     

    თავისუფალი სასაქონლო ნიშნების გამოყენება:

    1) სარეკლამო აბრებზე;

    2) ინტერნეტ გვერდებზე;

    3) საქმიან ბარათებზე;

    4) სარეკლამო ბროშურებში;

    5) საგაზეთო რეკლამებში; და

    6) სხვა სახის რეკლამებში.

     

    TMC-ის სასაქონლო ნიშნების, მათ შორის თავისუფალი სასაქონლო ნიშნების გამოყენება:

    1) დომეინ სახელებში;

    2) სავაჭრო დასახელებაში (საფირმო სახელწოდებაში);

    3) საქმიან ბლანკებზე(წერილებზე);

     

    რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს თავისუფალი სასაქონლო ნიშნის გამოყენება რეკლამაში, იმისათვის რომ ასეთი გამოყენება ჩაითვალოს კეთილსინდისიერად?

    მოთხოვნა

     

    აკრძალულია

     

    თავისუფალი სასაქონლო ნიშნის გამოყენება მხოლოდ მეწარმის სავაჭრო დასახელებასთან ერთად

     

    თავისუფალი სასაქონლო ნიშნის გამოყენება მეწარმის სავაჭრო დასახელების გარეშე

     

    თავისუფალი სასაქონლო ნიშნის გამოყენება ნებისმიერ ფერსა და ჩრდილში, გარდა ნაცრისფერის, წითელის, ნარინჯისფერის ან ყავისფერის და მათი ჩრდილებისა, და ასევე გარდა თეთრით წითელ, ნარინჯისფერ ან ყავისფერ და მათი ჩრდილების ფონზე

     

    თავისუფალი სასაქონლო ნიშნის გამოყენება ნაცრისფერ, წითელ, ნარინჯისფერ ან ყავისფერ ფერებში და მათ ჩრდილებში,

     

     

    თავისუფალი სასაქონლო ნიშნების გამოყენება ნებისმიერ შრიფტში, გარდა:

    Arial

    Helvetica

    Verdana

     

     

     

    თავისუფალი სასაქონლო ნიშნების გამოყენება შემდეგ შრიფტებში:

    Arial

    Helvetica

    Verdana

     

     

     

  • რა შემთხვევაში შეიძლება თავისუფალი სასაქონლო ნიშნის რეკლამაში გამოყენება?

    ნებადართულია

    აკრძალულია

    ლეგალური საქონლის გაყიდვა

     

    გაყიდვა:

    1) ყალბი საქონლის;

    2) იმიტაციის;

    3) საქონლის, რომელიც შემოტანილ იქნა საქართველოს ტერიტორიაზე, როგორც პარალელური იმპორტი.

    ლეგალური საქონლის გაყიდვა ავტომობილის შეკეთებისა და ტექნიკური დახმარების მომსახურების უზრუნველყოფასთან ერთად

    მხოლოდ ავტომობილის შეკეთებისა და ტექნიკური დახმარების მომსახურების უზრუნველყოფა (ლეგალური საქონლის გაყიდვის გარეშე)

    ლეგალური საქონლის გაყიდვა დუბლიკატის გაყიდვასთან ერთად

    მხოლოდ დუბლიკატის გაყიდვა (ლეგალური საქონლის გაყიდვის გარეშე)

    ლეგალური საქონლის გაყიდვა ნახმარი ორიგინალური საქონლის გაყიდვასთან ერთად

    მხოლოდ ნახმარი ორიგინალური საქონლის გაყიდვა (ლეგალური საქონლის გაყიდვის გარეშე)

    ლეგალური საქონლის გაყიდვა ავტომობილების სხვა მწარმოებლების საქონლის გაყიდვასთან ერთად

    მხოლოდ ავტომობილების სხვა მწარმოებლების საქონლის გაყიდვა (ლეგალური საქონლის გაყიდვის გარეშე)

    ნებისმიერი ნახმარი ავტომობილის გაყიდვა (არანაკლებ 1000 კმ. გარბენით), რომელიც წარმოებულია TMC-ის მიერ*

    ახალი ავტომობილების გაყიდვა (1000 კილომეტრამდე გარბენით), რომლებიც წარმოებულია TMC-ის მიერ და საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანილია პარალელური იმპორტის რეჟიმში.

     

* აკრძალულია TMC-ის ნებისმიერი სასაქონლო ნიშნის გამოყენება, მათ შორის თავისუფალი სასაქონლო ნიშნების, რომელიც მიზნად ისახავს TMC-ის მიერ წარმოებული ნახმარი ავტომობილების გაყიდვის რეკლამირებას, თუ ის განხორციელებულია ავტომობილის შეკეთებისა და ტექნიკური დახმარების მომსახურებების უზრუნველყოფასთან ერთად, ან/და დუბლიკატების გაყიდვასთან ერთად, ან/და ნახმარი ორიგინალური საქონლის გაყიდვასთან ერთად, ან/და ავტომობილების სხვა მწარმოებლების საქონლის გაყიდვასთან ერთად, მაგრამ ლეგალური საქონლის გაყიდვის გარეშე.

 

  • ნიმუშები

    ნებადართულია

    აკრძალულია

    აბრა

    აბრა

    აბრა

    აბრა

    ინტერნეტი

    ინტერნეტი

     

  • ტოიოტა მოტორ კორპორეიშენის ოფიციალური დილერების სია საქართველოში

    დილერი

    საკონტაქტო ინფორმაცია

    შპს „ტოიოტა ცენტრი თბილისი“

    დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-20 კილომეტრი, ქ. თბილისი.
    ტელ.: +99532 252 20 22

    შპს „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“

    უნივერსიტეტის ქ. 6, ქ. თბილისი.
    ტელ.: + 99532 229 20 00

    შპს „ტოიოტა ცენტრი ბათუმი“

    ქ. ბათუმი, ი. გაგარინის ქ. #1.

    ტელ.: + 995422246006

საკონტაქტო ინფორმაცია

ტოიოტა მოტორ კორპორეიშენის სასაქონლო ნიშნების გამოყენებასთან დაკავშირებული შეკითხვებით შეგიძლიათ მიმართოთ ქვევით მოყვანილ პირებს:გიორგი თაქთაქიშვილი ხელმძღვანელი იურიდიული კომპანია შპს „მიქაძე, გეგეჭკორი, თაქთაქიშვილი“სოფიო მუჯირი ადვოკატი იურიდიული კომპანია შპს „მიქაძე, გეგეჭკორი, თაქთაქიშვილი“მისამართი: ქ. თბილისი, ლუბლიანას ქ. 11,
მე-2 სადარბაზო, ოფისი 38
ტელ: +995 32 2611308; +995 32 2611309