გამარჯვება ჩვენი რბოლის მხოლოდ დასაწყისია

ლე მანის 24 საათიან ავტორბოლაში სამი ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ, სადაც დაუვიწყარი კვალი დატოვა, მათ შორის ლე მანის ისტორიაში ყველაზე სწრაფი შედეგით, ლეგენდარული TS050 ჰიბრიდი ასპარეზს უთმობს თავის მემკვიდრეს. მისი ადგილი კი უნდა დაიკავოს ახალმა, 2021 წლის მოდელმა. ის შექმნილია ახალი ჰიპერავტომობილის რეგულაციების შესაბამისად და ეფუძნება GR Super Sport ავტომობილს, რომელიც ამჟამად განვითარების ეტაპზეა.

მეტი მგზნებარება, მეტი გამოწვევა და მეტი ხალისი. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ შევცვალოთ ფორმა, რათა დავამსხვრიოთ სტერეოტიპები და მუდმივად გავაუმჯობესოთ ჩვენი ჰიბრიდული ტექნოლოგია.

რადგან ყველაზე რთული გამოწვევა არის ის, რომელიც წინსვლისკენ გვიბიძგებს.

მიადევნეთ თვალი უკანასკნელ ცნობებს, ვიდეოებსა და მოვლენებს

GR Super Sport

ჰიპერ-ჰიბრიდული ავტომობილი განვითარების პროცესშია. შთაგონებული ლე მანის ავტორბოლაში მოპოვებული გამარჯვებით, ის გულგრილს ნამდვილად არ დაგტოვებთ.

დარეგისტრირდით!

GR Supra Concept video

მაქსიმალური სიმძლავრე და ეკოლოგიური მახასიათებლები

ლე მანის 2018, 2019 და 2020 წლების ავტორბოლებში ტოიოტას გამარჯვებების წყალობით, შემდეგი თაობის GR Super Sport კონცეპტუალური ავტომობილის ჰიბრიდულმა ტექნოლოგიამ გამოცდა რბოლაში ნამდვილად ჩააბარა. ახლა, როცა ეს ტექნოლოგია დადასტურებულია ეკოლოგიური და საექსპლუატაციო მახასიათებლების მხრივ, ჩვენ ვიღებთ მომდევნო გამოწვევას. ვითვალისწინებთ რა უშუალოდ რბოლის ავტომობილებს და მათ ჰიბრიდულ ტექნოლოგიას, რაც გამოწრთობილია მძაფრ შეჯიბრებში, მიზნად ვისახავთ განვავითაროთ უფრო მომხიბვლელი სპორტული ავტომობილები. უახლოეს წლებში ელექტრონულ და ციფრულ ტექნოლოგიაში მოსალოდნელი ცვლილებების მიუხედავად, ჩვენ გვსურს შევქმნათ ისეთი ავტომობილები, რომელთა მართვაც გიყვართ თქვენ. ფინიში - ეს არის ასევე სტარტი ჩვენი მომავალი წარმოების ეტაპისა.

/
ძალოვანი აგრეგატის მახასიათებლები
Twin-Turbo V6 ძრავა პირდაპირი შეფრქვევის სისტემით
2,400სმ3
კომბინირებული სიმძლავრე: 735კვტ/1000ც.ძ. (ძრავა + ჰიბრიდული ძრავები)
Toyota-ს ჰიბრიდული სისტემა – Racing (THS-R)
რატომ ჰიბრიდი?
ჰიბრიდული სიმტკიცე

გასაოცარი TS050 ჰიბრიდი გამოირჩევა სისწრაფითა და საწვავის ეკონომიურობით.

/
/
ძრავა: 2.4 ლიტრიანი V6 Twin-Turbo ძრავა საწვავის პირდაპირი შეფრქვევის სისტემით
/
ჰიბრიდული სისტემა: Toyota HYBRID - System Racing (THS-R)
/
ჰიბრიდული სისტემა:მაქსიმალური სიჩქარე: 330 კმ/სთ-ზე მეტი
/
ბატარეა: ზემსუბუქი, ლითიუმ-იონური ტიპის

“მე მტკიცედ მაქვს განზრახული
გავაკეთო ისე, რომ ავტომობილებს
შემდეგი 100 წლის განმავლობაში ხალისი მოჰქონდეთ”
აკიო ტოიოდა, 2018

ტრეკის საზღვრები, საგზაო სწავლება

ჩვენ ბევრ რამეს ვსწავლობთ ზღვარზე, ენერგიის რეკუპერაციით დაწყებული, ბატარეის გაგრილებით და ზომების შემცირებით დამთავრებული. WEC გვეხმარება, რომ ჩვენი ჰიბრიდული ავტომობილების განვითარებაში მნიშვნელოვნად წავიწიოთ წინ.

/
გაიცანით გუნდი

ჩვენი მრავალეროვანი გუნდი თავის თავში აერთიანებს ავტოსპორტის მდიდარ გამოცდილებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

მოტივირებული: მაიკ ქონვეის ისტორია

TOYOTA GAZOO RACING-ის მძღოლი მაიკ ქონვეი გვიზიარებს თავის ამბავს, სადაც იყო თავგანწირვა, მარცხი, ასევე მგზნებარე სიყვარული რბოლისადმი, რაც მისთვის თავიდანვე წარმმართველ ძალას წარმოადგენდა.

Driver 1
ავტომობილი: #7

მძღოლი: მაიკ ქონვეი
ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი 
საუკეთესო მიღწევა: მონაკოს, მაკაუს და ლონგ ბიჩის რბოლებში გამარჯვება, ასევე 2019-2020 წლების გამძლეობაში მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული

Driver 1
ავტომობილი: #8

მძღოლი: სებასტიენ ბუემი
ქვეყანა: შვეიცარია
საუკეთესო მიღწევა: 2014 და 2018-19 წლების გამძლეობაში მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული

Driver 1
ავტომობილი: #7

მძღოლი: კამუი კობაიაში
ქვეყანა: იაპონია
საუკეთესო მიღწევა: F1-ს პრიზიორი, 2017 წლის ლე მანის პოულ-პოზიციის გამარჯვებული და 2019-2020 წლების გამძლეობაში მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული

Driver 1
ავტომობილი: #8

მძღოლი: კაზუკიi ნაკაჯიმა
ქვეყანა: იაპონია
საუკეთესო მიღწევა: 2014 წლის ლე მანის პოულ-პოზიციის გამარჯვენული და 2018-19 წლების გამძლეობაში მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული

Driver 1
ავტომობილი: #7

მძღოლი: ხოსე მარია ლოპესი
ქვეყანა: არგენტინა
საუკეთესო მიღწევა: 2014, 2015, 2016 წლების World Touring Car ჩემპიონატის და 2019-2020 წლების გამძლეობაში მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული

/
ავტომობილი: #8

მძღოლი: ბრენდონ ჰართლი 
ქვეყანა: ახალი ზელანდია
საუკეთესო მიღწევა: WEC-ის ორგზის ჩემპიონი და 2017 წლის ლე მანის 24 საათიანი ჩემპიონატის გამარჯვებული

დამატებითი ინფორმაცია

Toyota-ს სპეციალური განცხადება COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებით Toyota-ს სპეციალური განცხადება COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებით კორონავირუსმა საზოგადოება ახალი გამოწვევის წინაშე დააყენა: ჩვენი გადაადგილების თავისუფლება შეზღუდულია. სწორედ ამიტომ, ვთხოვთ ხალხს რომ გავერთიანდეთ, თუმცა დავიცვათ დისტანცია. Toyota-ს სპეციალური განცხადება COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებით Toyota-ს სპეციალური განცხადება COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებით კორონავირუსმა საზოგადოება ახალი გამოწვევის წინაშე დააყენა: ჩვენი გადაადგილების თავისუფლება შეზღუდულია. სწორედ ამიტომ, ვთხოვთ ხალხს რომ გავერთიანდეთ, თუმცა დავიცვათ დისტანცია. Toyota-ს სპეციალური განცხადება COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებით Toyota-ს სპეციალური განცხადება COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებით კორონავირუსმა საზოგადოება ახალი გამოწვევის წინაშე დააყენა: ჩვენი გადაადგილების თავისუფლება შეზღუდულია. სწორედ ამიტომ, ვთხოვთ ხალხს რომ გავერთიანდეთ, თუმცა დავიცვათ დისტანცია. მობილურობა ყველასთვის მობილურობა ყველასთვის წარმოგიდგენთ ტოიოტას მომავლის ხედვას