მოითხოვეთ ბროშურა
ჩაეწერეთ ტესტ-დრაივზე
ჩაეწერეთ სერვისზე
ოფიციალური დილერები
დაგვიკავშირდით

აქტიური უსაფრთხოების სისტემა

Toyota Safety Sense

Toyota Safety Sense მოიცავს ოთხ უახლეს, აქტიური უსაფრთხოების ტექნოლოგიას: შეჯახების პრევენციის სისტემას, ზოლიდან გადასვლის გამაფრთხილებელ სისტემას, ავტომატურ შორი განათების სისტემას და ადაპტაციურ კრუიზ-კონტროლს. ისინი ემსახურებიან საერთო მიზანს – მაქსიმალურად შეამცირონ საგზაო შემთხვევები, შექმნან ყველასათვის უსაფრთხო გარემო მართვისას და მხარი დაუჭირონ მძღოლს ყოველდღიურ ცხოვრებაში, მგზავრობისას.


Toyota Safety Sense-ის ტექნოლოგია გეხმარებათ, რომ თავიდან აირიდოთ პოტენციურად საშიში სიტუაციები და იყოთ უსაფრთხოდ: შეჯახების პრევენციის სისტემა იყენებს ლაზერულ სენსორებს და კამერას, რათა დააფიქსიროს წინ არსებული ავტომობილები და აგარიდოთ ან შეამციროს შეჯახება; ზოლიდან გადასვლის გამაფრთხილებელი სისტემა გაფრთხილებთ ზოლიდან უნებლიედ გადასვლის შესახებ; ავტომატური შორი განათების სისტემა აკონტროლებს შორ და ახლო განათებას, უფრო უსაფრთხო მართვისთვის ღამის საათებში; ადაპტაციური კრუიზ-კონტროლი უზრუნველყოფს წინასწარ მითითებულ, მინიმალურ დისტანციას თქვენსა და წინ მიმავალ ავტომობილს შორის. ამ აქტიური უსაფრთხოების სისტემების წყალობით, Toyota Safety Sense ხელს უწყობს საგზაო შემთხვევების რისკფაქტორის შემცირებას, რაც თავის მხრივ, ამცირებს სადაზღვევო ხარჯებს და ზრდის მართვის უსაფრთხოებას.

შეჯახების პრევენციის სისტემა

Toyota Safety Sense-ის შეჯახების პრევენციის სისტემა იყენებს კამერას და ლაზერულ სენსორებს, რათა დააფიქსიროს წინ მიმავალი ავტომობილები. შეჯახების რისკის შემთხვევაში, მძღოლი მიიღებს გაფრთხილებას ვიზუალური და ხმოვანი სიგნალებით და გააქტიურდება მუხრუჭების დამხმარე სისტემა. თუ მძღოლი ვერ მოახდენს დროულ რეაგირებას, ამოქმედდება ავტომატური დამუხრუჭების ფუნქცია, რათა აგარიდოთ ან შეამციროს შეჯახება.

ტექნიკური დასახელება: შეჯახების პრევენციის სისტემა

ზოლიდან გადასვლის გამაფრთხილებელი სისტემა

Toyota Safety Sense-ის, ზოლიდან გადასვლის გამაფრთხილებელი სისტემა იყენებს კამერას, რათა დააფიქსიროს გზაზე არსებული ზოლის ნიშნულები. სისტემა აფრთხილებს მძღოლს ვიზუალური და ხმოვანი სიგნალებით, თუკი ავტომობილი უნებლიედ დაიწყებს ზოლიდან გადასვლას, ციმციმა მაშუქის ჩართვის გარეშე. ამის შემდეგ, მძღოლს შეუძლია მიიღოს შესაბამისი ზომები.

ავტომატური შორი განათების სისტემა

Toyota Safety Sense-ის, ავტომატური შორი განათების სისტემა შექმნილია ხილვადობის ოპტიმიზირებისთვის ღამით მართვის დროს, გზის ყველა მომხმარებლისთვის. კამერა აფიქსირებს: შემხვედრი ავტომობილების განათებას, წინ მიმავალი ავტომობილების მაშუქებს და გზის განათების სიკაშკაშეს. სისტემა ავტომატურად ანაცვლებს ახლო და შორ განათებას, რაც ზრდის უსაფრთხო მართვას ღამის საათებში.

ადაპტაციური კრუიზ-კონტროლი

Toyota Safety Sense-ის ადაპტაციური კრუიზ-კონტროლი უზრუნველყოფს წინასწარ მითითებულ, მინიმალურ დისტანციას თქვენსა და წინ მიმავალ ავტომობილს შორის. აღნიშნული დისტანციის შემცირებისას, სისტემა ამცირებს ავტომობილის სიჩქარეს და ამუხრუჭებს მას საჭიროებიდან გამომდინარე. თუ დისტანცია კვლავ გაიზრდება, სისტემა თანდათანობით გაზრდის ავტომობილის სიჩქარეს იქამდე, ვიდრე არ დაუბრუნდება თქვენ მიერ მითითებულ ნიშნულს.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ Toyota Safety Sense-ის ხელმისაწვდომობა დამოკიდებულია: ავტომობილის მოდელზე, კომპლექტაციაზე და ქვეყანაზე, რომელშიც უნდა განხორციელდეს ავტომობილის შესყიდვა. ყველა სპეციფიკაციისა და აღჭურვილობის შეძენა შესაძლებელია თქვენთან უახლოეს, Toyota-ს ოფიციალურ დილერთან.

Toyota-ს სპეციალური განცხადება COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებით Toyota-ს სპეციალური განცხადება COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებით კორონავირუსმა საზოგადოება ახალი გამოწვევის წინაშე დააყენა: ჩვენი გადაადგილების თავისუფლება შეზღუდულია. სწორედ ამიტომ, ვთხოვთ ხალხს რომ გავერთიანდეთ, თუმცა დავიცვათ დისტანცია. Toyota-ს სპეციალური განცხადება COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებით Toyota-ს სპეციალური განცხადება COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებით კორონავირუსმა საზოგადოება ახალი გამოწვევის წინაშე დააყენა: ჩვენი გადაადგილების თავისუფლება შეზღუდულია. სწორედ ამიტომ, ვთხოვთ ხალხს რომ გავერთიანდეთ, თუმცა დავიცვათ დისტანცია. Toyota-ს სპეციალური განცხადება COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებით Toyota-ს სპეციალური განცხადება COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებით კორონავირუსმა საზოგადოება ახალი გამოწვევის წინაშე დააყენა: ჩვენი გადაადგილების თავისუფლება შეზღუდულია. სწორედ ამიტომ, ვთხოვთ ხალხს რომ გავერთიანდეთ, თუმცა დავიცვათ დისტანცია. მობილურობა ყველასთვის მობილურობა ყველასთვის წარმოგიდგენთ ტოიოტას მომავლის ხედვას

აქტიური უსაფრთხოების ახალი სისტემები, როგორიცაა: Toyota Safety Sense, შექმნილია მძღოლის მხარდაჭერისთვის; ეს სისტემა არ ცვლის მძღოლის პასუხიმგებლობას. მძღოლმა ყოველთვის თავად უნდა აკონტროლოს ავტომობილი. Toyota Safety Sense-ის ფუნქციონირებაზე, შესაძლოა გავლენა მოახდინოს ან შეაფერხოს გარე ფაქტორებმა. Toyota არ არის პასუხისმგებელი შედეგებზე, რომლებიც დაკავშირებულია სისტემის გამოყენებასთან.

დამატებითი ინფორმაცია

Toyota-ს სპეციალური განცხადება COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებით Toyota-ს სპეციალური განცხადება COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებით კორონავირუსმა საზოგადოება ახალი გამოწვევის წინაშე დააყენა: ჩვენი გადაადგილების თავისუფლება შეზღუდულია. სწორედ ამიტომ, ვთხოვთ ხალხს რომ გავერთიანდეთ, თუმცა დავიცვათ დისტანცია. Toyota-ს სპეციალური განცხადება COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებით Toyota-ს სპეციალური განცხადება COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებით კორონავირუსმა საზოგადოება ახალი გამოწვევის წინაშე დააყენა: ჩვენი გადაადგილების თავისუფლება შეზღუდულია. სწორედ ამიტომ, ვთხოვთ ხალხს რომ გავერთიანდეთ, თუმცა დავიცვათ დისტანცია. მობილურობა ყველასთვის მობილურობა ყველასთვის წარმოგიდგენთ ტოიოტას მომავლის ხედვას
თქვენი ,,Cookie ფაილების" პარამეტრები

,,ტოიოტას" ვებ-გვერდები იყენებს Cookie ფაილებს თქვენთვის უსაფრთხო გამოცდილების მონიჭების, მუშაობის გაუმჯობესების, ყველა საიტის ფუნქციონირების და შინაარსის პერსონალიზების მიზნით.

ჩვენი Cookie პოლიტიკის მიღებით თანხმდებით, უფლება მოგვცეთ, შევაგროვოთ ინფორმაცია ტოიოტას ვებ-გვერდზე. შეიტყვეთ მეტი ან შეცვალეთ თქვენი პრიორიტეტები ჩვენს Cookie ფაილების პარამეტრების გვერდზე.