ყოვლისმომცველი გარანტია
ავტომობილის 3-წლიანი გარანტია ფარავს წარმოების ან აწყობის შედეგად გამოწვეულ ნებისმიერ დეფექტს.
ნორმალური ფუნქციონირების შემთხვევაში იგი ძალაშია 3 წლის განმავლობაში ან 100 000 კმ-ის გავლის პერიოდში (რომელიც დადგება უფრო ადრე).
თუ ავტომობილი ვეღარ მოძრაობს დაზიანების გამო (რაც გამოწვეულია გარანტიით გათვალისწინებული დეფექტით), თქვენ ასევე აგინაზღაურდებათ Toyota-ს უახლოეს ცენტრამდე თქვენი მანქანის ბუქსირით მიყვანის ხარჯები.
საღებავის 3-წლიანი გარანტია ითვალისწინებს ზედაპირზე გაჩენილი ჟანგისა და ძარის ნებისმიერ შეღებილ პანელზე შეღებვის დეფექტებს, რაც გამოწვეულია 3 წლის განმავლობაში (გავლილი მანძილის მიუხედავად) მასალების შეუსაბამობით.
საგარანტიო პერიოდი იწყება მანქანის შეძენის პირველივე დღიდან.