ფალსიფიცირებული ნაწილები

ფალსიფიცირებული ნაწილები შესაძლოა ორიგინალის მსგავსი იყოს როგორგ გარეგნულად, ისე მორგების თვალსაზრისით, მაგრამ ისინი ვერ აკმაყოფილებენ მუშაობის მოსალოდნელ ეფექტურობას დაბალი ხარისხის გამო. რადგან ტოიოტას მიზანი თქვენი უსაფრთხოება და თქვენი ავტომობილის ექსპლუატაციის საუკეთესო ხარისხის უზრუნველყოფაა, გირჩევთ ყოველთის შეიძინეთ ორიგინალი ნაწილები მხოლოდ ტოიოტას ოფიციალურ დილერთან. ამ ნაწილების უმაღლესი ხარისხი არის მრავალი კვლევებისა და ტესტირებების შედეგი, რაც არ გაუვლია ფალსიფიცირებულ ნაწილებს.

რისკები და საფრთხეები

/

ფალსიფიცირებული ნაწილები წარმოადგენს როგორც უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ, ასევე ფინანსურ რისკს. ტოიოტა თავდაუზოგავად მუშაობს საკუთარი ქსელის ფარგლებში, საბაჟო და სასაზღვრო კონტროლის სამსასხურებთან, რათა შეამციროს ბაზარზე ტოიოტას სახელის გამოყენებით მოხვედრილი ფალსიფიცირებული პროდუქტებით ვაჭრობა.
/
უსაფრთხოების რისკები მომხმარებლებისთვის
  • ფალსიფიცირებული ნაწილები არ მზადდება ისეთივე მაღალი ხარისხის მასალისგან და არ უტარდება ხარისხის ისეთი მკაცრი კონტროლი, როგორიც ტოიოტას ორიგინალი პროდუქციის შემთხვევაში, რაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რისკებს ქმნის მძღოლისთვის და მგზავრებისთვის.
  • არაორიგინალი ნაწილები გაცილებით ადვილად ცვდება და შესაძლოა გამოიწვიოს ავტოობილის მწყობრიდან გამოსვლა ან ავტოსაგზაო შემთხვევები.
/
ფინანსური რისკები მომხმარებლებისთვის
  • ფალსიფიცირებულმა ნაწილებმა, რომლებიც უაღრესად მნიშვნელოვანია ავტომობილის სათანადო ფუნქციონირებისთვის (გადაბმულობის დიკსები, სამუხრუჭო ხუნდები, ზეთის ფილტრები), შეიძლება დააზიანოს ავტომობილი და ძვირადღირებული სარემონტო სამუშაოების ჩატარება გახდეს საჭირო.
  • ყალბი ნაწილების გამოყენებით თქვენ ვერ შეძლებთ მწარმოებლის გარანტიით სარგებლობას.

ტოიოტას ხარისხის სტანდარტები

ტოიოტას ყველა ორიგინალი პროდუქცია წარმოადგენს ხანგრძლივი კვლევის და დეტალური ტესტირების პროცედურის შედეგს. ყოველი პროდუქტი გადის დეტალურ შემოწმებას, რათა დაკმაყოფილდეს ტოიოტას მაღალი სტანდარტები მაღალი ხარისხის, საიმედოობის და ექსპლუატაციის თვალსაზრისით. ჩვენს მომხმარებელს მიეწოდება მხოლოდ ის პროდუქცია, რომლებიც აღნიშნულ მკაცრ შეფასებას გაივლის, რაც თქვენი უსაფრთხოების და თქვენი ავტომობილის ხანგძლივი ექსპლუატაციის გარანტიაა.

ამასთან, ტოიოტას ყველა ორიგინალი ნაწილი სარგებლობს ტოიოტას გარანტიით რათა უზრუნველყოფილი იქნას ავტომობილების ოპტიმალური ფუნქციონირება და ის გამორჩეული ხარისხი, რომელსაც ელით. ტოიოტას გარანტია არ დაფარავს იმ პრობლემებს, რომელიც გამოწვეული იქნება არაორიგინალი ნაწილების გამოყენების გამო.



იმისთვის, რომ შეინარჩუნოთ თქვენი ავტომობილის ხარისხი, ეფექტურობა და უზრუნველყოთ თქვენი უსაფრთხოება, აუცილებლად შეიძინეთ ტოიოტას ორიგინალი ნაწილები მხოლოდ ტოიოტას ავტორიზებულ სერვის ცენტრში.
 

ტოიოტას ფალსიფიცირებული და ორიგინალი ნაწილები

ზეთის ფილტრები

ზეთის ფალსიფიცირებული ფილტრი
ფალსიფიცირებული ნაწილი
  • ფალსიფიცირებულ ფილტრებს არ აქვთ დამხმარე სარქველი და როდესაც ის იჭედება, ძრავი საერთოდ ვეღარ ახერხებს ზეთის მიღებას, ეს კი მწყობრიდან გამოსვლას და ძვირადღირებული შეკეთების საჭიროებას იწვევს.
  • ფალსიფიცირებული ფილტრი დაბალი ხარისხის ფილტრის ქაღალდს შეიცავს, რომლის შემთხვევაშიც მაღალია დაბინძურების ალბათობა, ეს კი თავის მხრივ ზეთის სათანადო წმენდას ვეღარ უზრუნველყოფს.
  • შუასადები, რომელიც იაფი მასალისგან არის დამზადებული, იწვევს ზეთის გაჟონვას ძრავში (ხანძრის გაჩენის რისკი).
  • ტესტები გვიჩვენებს, რომ ტოიოტას ორიგინალ ფილტრებთან შედარებით, ფალსიფიცირებული ზეთის ფილტრები ორჯერ უფრო სწრაფად ბინძურდება და გაცილებით ხშირად საჭიროებს შეცვლას.
ზეთის ორიგინალი ფილტრი
ორიგინალი ნაწილი
  • ტოიოტას ორიგინალი ზეთის ფილტრი დამზადებულია მაღალი ხარისხის მასალისგან და ჩატარებული აქვს დეტალური ტესტირება.
  • ფილტრის მასალას გაცილებით დიდი ზედაპირი გააჩნია და დამაგრებულია სპეციალური კომპონენტებით
  • ფილტრის და შუასადების ხარისხი გადის სპეციალურ ტესტირებას რომ არ დაფიქსირდეს გაჟონვა.

სამუხრუჭო ხუნდები

ფალსიფიცირებული სამუხრუჭო ხუნდი
ფალსიფიცირებული სამუხრუჭო ხუნდი
ფალსიფიცირებული ხუნდები მზადდება შესამჩნევად დაბალი ხარისხის მასალისგან, რის შედეგადაც დამუხრუჭების ეფექტურობა არასაკმარისია ძირითადი საექსპლუატაციო დონის მისაღწევად. ცვეთადი მასალა შესაძლოა მოწყდეს ლითონის ფირფიტას, რაც გამოიწვევს მუხრუჭის მწყობრიდან გამოსვლას და საგზაო შემთხვევასაც კი. ეს მასალა ხშირად ვერ უძლებს სიცხეს ისე, როგორც ტოიოტას ორიგინალი სამუხრუჭო ხუნდები და ქმნის აალების საშიშროებას.

სხვა პრობლემები მოიცავს ნაადრევ ცვეთას, გაცილებით მოკლე საექსპლუატაციო ვადას და დაზიანების გაჩენას სამუხრუჭო დისკზე, რაც იწვევს ვიბრაციას, სწრაფ ცვეთას და ხშირი შეცვლის საჭიროებას.
genuine brake pad
ორიგინალი სამუხრუჭო ხუნდი
სამუხრუჭო ხუნდები თქვენი უსაფრთხოების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილებია, სწორედ ამიტომ, ტოიოტა რეგულარულად ახორციელებს მათ ტესტირებას.

ისინი დამზადებულია მაღალი ხარისხის მასალისგან, რაც ექსპლუატაციის უმაღლეს სტანდარტს განაპირობებს.

ჩვენი კვლევები ამტკიცებს, რომ გაჩერების მანძილი ტოიოტას ორიგინალი სამუხრუჭო ხუნდების შემთხვევაში 30%-ით უფრო მოკლეა, ვიდრე ფალსიფიცირებული ხუნდების შემთხვევაში.

ჰაერის ფილტრები

ფალსიფიცირებული ჰაერის ფილტრი
ფალსიფიცირებული ჰაერის ფილტრი
ზოგადად, ყველა ფილტრი ბინძურდება და საჭიროებს შეცვლას, მაგრამ ფალსიფიცირებული ფილტრები შეიცავს ფილტრის მხოლოდ ერთ ფენას, ამიტომ, ისინი ორჯერ უფრო სწრაფად ბინძურდება, ვიდრე ტოიოტას ორიგინალი ჰაერის ფილტრი.

ჩვენი კვლევების თანახმად, ფალსიფიცირებული ჰაერის ფილტრები გაცილებით მცირე რაოდენობის ნაწილაკებს აკავებს, ვიდრე ორიგინალი ფილტრები. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ფალსიფიცირებული ფილტრებიდან ძრავში 10-ჯერ მეტი მტვრის ნაწილაკი ხვდება.
ჰაერის ორიგინალი ფილტრი
ტოიოტას ორიგინალი ჰაერის ფილტრი ტოიოტას ორიგინალ ჰაერის ფილტრს გააჩნია ფილტრის მასალის სამი ფენა, რაც ახანგრძლივებს მის ექსპლუატაციის ვადას და მაქსიმუმამდე ზრდის ძრავის ეფექტურობას. მისი ზომები ზუსტია, არ გააჩნია ნაპრალები, საიდანაც ნაწილაკები შეაღწევს ძრავში და დააზიანებს მას.

უსაფრთხოების ბალიშები

ფასდაკლებების და ინტერნეტ აუქციონების გამო სულ უფრო იზრდება უსაფრთხოების ბალიშებზე ხელმისაწვდომობა, ეს ის სფეროა, სადაც დიდი სიფრთხილეა საჭირო. აუცილებელია, რომ უსაფრთხოების ბალიშების შეცვლა მოხდეს ტოიოტას ავტორიზებულ სერვის ცენტრში, რომ, საჭიროების შემთხვევაში მათი ეფექტური ფუნქციონირება იყოს გარანტირებული.

ფალსიფიცირებული უსაფრთხოების ბალიშები
ფალსიფიცირებული უსაფრთხოების ბალიში
ტესტები აჩვენებს, რომ ფალსიფიცირებული უსაფრთხოების ბალიშები შესაძლოა დაგვიანებით ან საერთოდ არ გაიხსნას ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ან გამოიწვიოს უბედური შემთხვევა, თუ ისეთ დროს გაიხსნება, როდესაც ამის საჭიროება არ არსებობს. ზოგი უსაფრთხოების ბალიში გახსნისას სალონში ლითონის ნაწილების გატყორცნასაც კი იწვევს.

ფალსიფიცირებული უსაფრთხოების ბალიშის ამოსაცნობი ნიშნები ჩეულებრივ მოიცავს დაბალ ფასს, განსხვავებულ ფერს, ნაკერებს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მორგების მიზნით მათი დაპატარავება მოხდა, დაქოქვისას კი უსაფრთხოების ბალიშის გამაფრთხილებელი ნათურა არ ინთება.
ორიგინალი უსაფრთხოების ბალიშები
ტოიოტას ორიგინალი უსაფრთხოების ბალიში
შემადგენელი ნაწილების ხარისხი უმნიშვნელოვანესია უსაფრთხოების ბალიშების სათანადო ფუნქციონირებისთვის.ტოიოტას ორიგინალი უსაფრთხოების ბალიშები შეჯახდებიდან წამის მეოთხედში ახდენს რეაგირებას. ამისათვის საჭიროა უმაღლესი სტანდარტის სადენები და მაკავშირებლები აქსელერომეტრებთან, სენსორებთან და გამშვებ მექანიზმებთან და სწორად შერჩეული მასალის გამოყენება.

ხალიჩები

გეგმიურად შესაცვლელ და სარემონტო ნაწილებთან ერთად უკანონოდ მზადდება და იყიდება ტოიოტას ორიგინალი აქსესუარების ასლებიც. ისინი არ არის დამზადებული ისეთი მაღალი სტანდარტებით,როგორითაც ტოიოტას ორიგინალი პროდუქცია, ამიტომ ისინიც ქმნიან უსაფრთხოების რისკებს.

ფალსიფიცირებული ტექსტილის ხალიჩა
ფალსიფიცირებული ტექსტილის ხალიჩა
ორიგინალი ტექსტილის ხალიჩა
ორიგინალი ტექსტილის ხალიჩა
ფალსიფიცირებული რეზინის ხალიჩა
ფალსიფიცირებული რეზინის ხალიჩა
იატაკზე დასაფენი ფალსიფიცირებული ხალიჩები ზუსტად არ ერგება თქვენს ავტომობილს, ამიტომ, შეიძლება გაცურდეს პედლების ქვეშ და ხელი შეგიშალოთ დამუხრუჭებაში.
ორიგინალი რეზინის ხალიჩა
ორიგინალი რეზინის ხალიჩა
ტოიოტას ორიგინალი ხალიჩები სპეციალურად არის შექმნილი, რათა ზუსტად მოერგოს თითოეულ მოდელს. ტოიოტას ყველა ორიგინალი ხალიჩა, როგორც ტექსტილის, ასევე რეზინის, სრულყოფილად ერგება ავტომობილს და სპეციალურად ისეა შექმნილი, რომ არ გაცურდეს მისთვის განკუთვნილი ადგილიდან.

აალების სანთლები

ფალსიფიცირებული აალების სანთლები
ფალსიფიცირებული აალების სანთლები
ფალსიფიცირებული სანთლები შეიძლება ნამდვილივით გამოიყურებოდეს, მაგრამ ვერ იმუშავოს ნამდვილივით. მაგალითად, სანთლებზე მითითებული ნომერი აღნიშნავს სიცხის დიაპაზონს, რომელსაც ის უძლებს. ტესტები აჩვენებს, რომ ფალსიფიცირებული სანთლები ხშირად ვერ უძლებს მათზე მითითებულ ტემპერატურას და ყველაზე ცუდ შემთხვევაში ელექტროდი დნება, რაც ძრავის დაზიანებას იწვევს.

სპილენძის ელექტროდის გარეშე ფალსიფიცირებული სანთლის სიცხის მიმართ გამძლეობა კიდევ უფრო დაბალია, რაც ძრავის დაზიანებას იწვევს. დაბალი ხარისხის იზოლაცია ვერ უძლებს ეფექტური მუშაობისთვის საჭირო მაღალ ძაბვას და იწვევს ძაბვის გაჟონვას, ძრავის არასწორ ჩართვას და მის არაეფექტურ მუშაობას, ცენტრალურ ელექტროდში სპილენძის ელექტროდის არარსებობის გამო ფალსიფიცირებული სანთლები გაცილებით სწრაფად და ძლიერად ჟანგდება, ვიდრე ტოიოტას ორიგინალი აალების სანთლები
ორიგინალი აალების სანთლები
ტოიოტას ორიგინალი აალების სანთლები
აალების სანთლები მთავარ როლს ასრულებს ავტომობილის ოპტიმალური ექსპლუატაციის განსაზღვრისას და ძრავის საიმედო ფუნქციონირებას განაპირობებს. ტოიოტას ორიგინალ აალების სანთლებს შეუძლია გაუძლოს მათ გარსზე მითითებულ ტემპერატურას.

სპილენძისგან დამზადებული ცენტრალური ელექტროდი ტესტირებულია რომ უზრუნველყოს მითითებული ექსპლუატაციის ფარგლებში მუშაობა და სითბოს ეფექტური გატარება.

რატომ უნდა შეიძინოთ ტოიოტას ორიგინალი ნაწილები

/

მაღალი ხარისხის სერთიფიცირებული პროდუქტები, რომელსაც ფარავს ტოიოტას საგარანტიო პირობები.
/

100% გარანტია იმისა, რომ ნაწილები დამზადებულია ტოიოტას სპეციფიკაციების გათვალისწინებით და სრულყოფილად ერგება მას.
/

თქვენი ავტომობილის მაღალი გასაყიდი ფასი მხოლოდ ტოიოტას ორიგინალი ნაწილების გამოყენების გამო.

 


ტოიოტას ყველა ორიგინალი ნაწილი ტესტირებულია. ყოველთვის მიმართეთ მხოლოდ ტოიოტას ავტორიზებულ სერვის ცენტრს ტოიოტას ორიგინალი ნაწილებისთვის რადგან მხოლოდ აქ იქნებით დარწმუნებული ნაწილების ხარისხში.


ოფიციალური დილერები   ჩაეწერეთ სერვისზე