



წინასაავარიო სისტემა, ქვეითების ღამით ამოცნობის ფუნქციით
დაბალი განათების პირობებში, Toyota Safety Sense-ის წინასაავარიო სისტემა, ქვეითების ღამით ამოცნობის ფუნქციით, მოიცავს კამერას რადარული ტექნოლოგიით, რომელიც აღიქვამს სხვა ავტომობილებს და ქვეითებს მის წინ. თუ შეჯახება გარდაუვალია, მძღოლი იღებს ხმოვან და ვიზუალურ გაფრთხილებას. მძღოლის დაგვიანებული რეაგირების შემთხვევაში, სისტემა მიმართავს ავტომატურ დამუხრუჭებას, რათა აირიდოს ან შეამსუბუქოს საგზაო შემთხვევა. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მძღოლი ახდენს დროულ რეაგირებას, სისტემა წარმოქმნის დამატებით სამუხრუჭო წნევას. სატრანსპორტო საშუალებების და ქვეითების ღამით ამოცნობის ფუნქციის გარდა, სისტემას შეუძლია ამოიცნოს ველოსიპედისტები და ქვეითები დღის საათებშიც.
წინასაავარიო სისტემა, ველოსიპედისტების ამოცნობის ფუნქციით
Toyota Safety Sense-ის წინასაავარიო სისტემა ველოსიპედისტების ამოცნობის ფუნქციით, მოიცავს კამერას რადარული ტექნოლოგიით, რომელიც აღიქვამს სხვა ავტომობილებს და ველოსიპედისტებს მის წინ. თუ შეჯახება გარდაუვალია, მძღოლი იღებს ხმოვან და ვიზუალურ გაფრთხილებას. მძღოლის დაგვიანებული რეაგირების შემთხვევაში, სისტემა მიმართავს ავტომატურ დამუხრუჭებას, რათა აირიდოს ან შეამსუბუქოს საგზაო შემთხვევა. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მძღოლი ახდენს დროულ რეაგირებას, სისტემა წარმოქმნის დამატებით სამუხრუჭო წნევას. სატრანსპორტო საშუალებების და ველოსიპედისტების გარდა, სისტემა აღიქვამს ქვეითებსაც, საავტომობილო გზაზე.
ინტელექტუალური ადაპტაციური კრუიზ-კონტროლი
Toyota Safety Sense-ის ინტელექტუალური ადაპტაციური კრუიზ-კონტროლი უნარჩუნებს ავტომობილს წინასწარ მითითებულ სიჩქარეს და იჭერს მანძილს წინ მიმავალი ავტომობილისგან მინიმალური დაშორებით. აღნიშნული მანძილის შემცირებისას, სისტემა ავტომატურად ანელებს სიჩქარეს, საჭიროებისამებრ იყენებს მუხრუჭებს. თუ მანძილი ისევ გაიზრდება, ავტომობილი თანდათანობით აჩქარდება იქამდე, ვიდრე არ მიაღწევს მითითებულ სიჩქარეს. იმ შემთხვევაში, თუ შეიცვლება დასაშვები სიჩქარის ლიმიტი, საგზაო ნიშნების ამომცნობი სისტემა აფრთხილებს მძღოლს. ამგვარად, მას შეუძლია შეამციროს მითითებული სიჩქარე, საჭეზე არსებული მართვის ღილაკით.
სრული სპექტრის ადაპტაციური კრუიზ-კონტროლი
Toyota Safety Sense-ის სრული სპექტრის ადაპტაციური კრუიზ-კონტროლის საშუალებით ავტომობილი ინარჩუნებს მუდმივ სიჩქარეს, აქსელერატორის სატერფულის გამოყენების გარეშე და აკონტროლებს მინიმალურ დისტანციას წინ მიმავალ ავტომობილთან. აღნიშნული დისტანციის შემცირებისას, სისტემა ავტომატურად ამუხრუჭებს და ანელებს სიჩქარეს ან აჩერებს ავტომობილს საჭიროებიდან გამომდინარე. თუ მანძილი ისევ გაიზრდება, ავტომობილი თანდათანობით აჩქარდება იქამდე, ვიდრე არ მიაღწევს მითითებულ სიჩქარეს. გზაზე წარმოქმნილი საცობის შემთხვევაში, მძღოლს დასჭირდება მხოლოდ საჭის მართვა, ვინაიდან საჭირო დისტანციისა და სიჩქარის კონტროლს თავად სისტემა უზრუნველყოფს. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული ფუნქცია ხელმისაწვდომია მხოლოდ იმ ავტომობილებზე, რომლებიც აღჭურვილია ავტომატური გადაცემათა კოლოფით.