მოითხოვეთ ბროშურა
ჩაეწერეთ ტესტ-დრაივზე
ჩაეწერეთ სერვისზე
ოფიციალური დილერები
დაგვიკავშირდით

სედანი Corolla

უკვე ჰიბრიდული ძრავითაც

ახალი კოროლა. სტანდარტად ქცეული წარმატება.

45 100 ლარიდან
  • გამორჩეული დიზაინი

    თანამედროვე ექსტერიერს ავსებს მკაფიო დეტალები, მათ შორის: დიოდური ტიპის მაშუქები, პრიალა შავი ცხაურები, ქრომირებული ელემენტები და 18 დიუიმიანი ალუმინის დისკები. ახალ Corolla-სთან ერთად, თქვენ იქნებით გამორჩეული.

  • სამუშაო მაჩვენებლები, რომლებსაც შეგიძლიათ ენდოთ

    ახალი Corolla გთავაზობთ დაუვიწყარ მართვის გამოცდილებას. ახალი 1.8ლ. ჰიბრიდული (2ZR-FXE) ძალოვანი აგრეგატი ისეთივე სასიამოვნოა, რამდენადაც ეკონომიური. როგორც ალტერნატივა, ჩვენი გაუმჯობესებული 1.6ლ. Valvematic ბენზინის ძრავა (1ZR-FAE) უზრუნველყოფს სანდო სამუშაო მაჩვენებლებს, მართვის ნებისმიერ სიტუაციაში.

  • ავტომობილი ქალაქისთვის - და მის ფარგლებს გარეთ

    Corolla-ს აქვს შესანიშნავი ხილვადობა გზაზე და არის დამაჯერებლად მოხერხებული, რაც მას იდეალურ ავტომობილად აქცევს ნებისმიერი ქალაქის ცენტრისთვის. 4.63 მ. სრული სიგრძით და 10.8 მ. მოხვევის რადიუსით თქვენ გეძლევათ საშუალება, მოახდინოთ პარკირება მჭიდრო სივრცეში და უსაფრთხო მანევრირება, რთულად მისადგომ ადგილებში.

  • ყოველთვის მზად

    Toyota Safety Sense-ი განიჭებთ სიმშვიდეს, მართვის ნებისმიერ სიტუაციაში. ახლა, დამატებითი ინტელექტუალური მახასიათებლებით, Corolla-ს შეუძლია გაგიწიოთ მეტი მხარდაჭერა - დამატებითი უსაფრთხოების დონით, გზის ყველა მომხმარებლისთვის. მაგალითად: წინასაავარიო სისტემას უკვე შეუძლია ველოსიპედისტების ამოცნობა დღისით და ქვეითების - ღამის საათებში.

შემდეგი თაობა ჰიბრიდულ მართვაში

პირველად წარმოდგენილი, როგორც ჰიბრიდი, Corolla უზრუნველყოფს ენერგიულ მართვას მისი ახალი, ინოვაციური, თვითდამუხტვადი ჰიბრიდული ძალოვანი აგრეგატით. დიზაინისა და ინჟინერიის სრულიად ახალი მიდგომით, მსოფლიოში ყველაზე გაყიდვად ავტომობილს აქვს ყველაფერი: გლუვი, ახალი ექსტერიერი, სრულიად განახლებული ინტერიერი, რიგი გაუმჯობესებული ტექნოლოგიებისა და ყველაზე მთავარი, განახლებული უსაფრთხოების მახასიათებლები. სედანი Corolla დაბრუნდა - და ის უკეთესია, ვიდრე ყოფილა ოდესმე.

ქალაქის სედანი, რომელიც შექმნილია წინსვლისთვის

ელეგანტური, ეკონომიური და კომფორტული, ახალი Corolla განიჭებთ სიამოვნებას მართვისას, თქვენი ცხოვრების სტილის მიუხედავად. სადაც არ უნდა მგზავრობდეთ, ქალაქში თუ ავტობანზე, თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ თვითდამუხტვადი ჰიბრიდული სისტემით და საიმედოობით, რომლითაც ცნობილია Toyota.

  • შექმნილია ისე, რომ იყოს გამორჩეული

    Corolla-ს აქვს სიმძლავრის უდავო შეგრძნება, რომელიც ხასიათდება დახვეწილი, გარდამავალი ხაზებით და განიერი ძარით. მისი განსაკუთრებული ექსტერიერი შემკულია მრავალი თანამედროვე ელემენტით, მათ შორის: დიოდური ტიპის მაშუქებით, ქრომირებული ჩანართებით და 18 დიუიმიანი, ორი ტონალობის ალუმინის დისკებით.

  • დახვეწილი, ტევადი და კომფორტული

    გთავაზობთ გააზრებულ ტექნოლოგიებს და თავის კლასში მოწინავე კომფორტს ყველა მგზავრისთვის. ინტერიერი არის იმდენად კომფორტული, რამდენადაც მოსახერხებელი. ჭკვიანურად გათვლილი სათავსოები, საკმარისი სივრცე ფეხებისთვის და პრემიალური ხარისხის მოპირკეთება, თქვენს მგზავრობას სასიამოვნოს ხდის.

  • საკულტო მოდელი თანამედროვე ეპოქისთვის

    ტოიოტას ახალი თაობის არქიტექტურის (TNGA) პლატფორმაზე შექმნილი Corolla უზრუნველყოფს შესანიშნავ მართვას. გაუმჯობესებული დაკიდების სისტემით, დინამიკური მართვით, გრავიტაციის დაბალი ცენტრით და 1.8ლ. ჰიბრიდული სისტემით - Corolla არის თანამედროვე საკულტო მოდელი.

შთამბეჭდავი შიგნიდან და გარედან

ახალი Corolla უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ შესანიშნავი სამართავი ავტომობილი: კომფორტული სალონი შექმნილია თქვენი საჭიროებების გათვალისწინებით. განახლებული Toyota Safety Sense-ის კომპლექტის წყალობით, გზის ყოველი მომხმარებელი არის მაქსიმალურად უსაფრთხოდ.

საწვავის ეკონომია, დაბალი ემისიები და სასიამოვნო მართვა

საწვავის ეკონომია, დაბალი ემისიები და სასიამოვნო მართვა

ცოცხალი და მგრძნობიარე ქალაქში, 1.8ლ. ჰიბრიდული ძრავა უზრუნველყოფს მშვიდ, აუღელვებელ მართვას ნებისმიერ სიტუაციაში. ასევე, თქვენ არასდროს დაგჭირდებათ მისი მიერთება დენის წყაროსთან, ვინაიდან Corolla-ს აქვს თვითდამუხტვის ფუნქცია. ეს არის ჰიბრიდი, ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო.

მარტივად გამოსაყენებელი ჭკვიანი ტექნოლოგიები

მარტივად გამოსაყენებელი ჭკვიანი ტექნოლოგიები

ისეთი მახასიათებლებით, როგორიც არის ხმის ამოცნობის ფუნქცია, თქვენ შეგიძლიათ განახორციელოთ ზარები და აკონტროლოთ მუსიკა, საჭიდან ხელის აუღებლად. ხოლო "ჩემი ტოიოტა", თქვენი ავტომობილისთვის დაკავშირებული სერვისების ნაკრები კი შექმნილია თქვენი ცხოვრების გასამარტივებლად და საშუალებას გაძლევთ, დატკბეთ მგზავრობით.

გაიგეთ მეტი "ჩემი ტოიოტა"-ს შესახებ
სულიერი სიმშვიდე ნებისმიერ დროს

სულიერი სიმშვიდე ნებისმიერ დროს

Toyota Safety Sense-ს მძღოლის მხარდაჭერა ახალ სიმაღლეებზე აჰყავს. სისტემა განახლდა კიდევ უფრო მეტად ინტელექტუალური მახასიათებლებით, რაც რეალურად ხელს შეუწყობს საგზაო შემთხვევის თავიდან აცილებას. მაგრამ იყავით დარწმუნებული, რომ კონტროლი ყოველთვის თქვენს ხელთ არის.

გაეცანით უსაფრთხოების მახასიათებლებს

რომელია თქვენი Corolla?

თქვენი ,,Cookie ფაილების" პარამეტრები

,,ტოიოტას" ვებ-გვერდები იყენებს Cookie ფაილებს თქვენთვის უსაფრთხო გამოცდილების მონიჭების, მუშაობის გაუმჯობესების, ყველა საიტის ფუნქციონირების და შინაარსის პერსონალიზების მიზნით.

ჩვენი Cookie პოლიტიკის მიღებით თანხმდებით, უფლება მოგვცეთ, შევაგროვოთ ინფორმაცია ტოიოტას ვებ-გვერდზე. შეიტყვეთ მეტი ან შეცვალეთ თქვენი პრიორიტეტები ჩვენს Cookie ფაილების პარამეტრების გვერდზე.