1. New Cars
  2. Technology
  • ინტუიციური ციფრული სრულყოფილება

    Toyota Corolla-ს 12.3 დუიმიანი მონიტორი მრავალფუნქციონალურია - გამოსახავს, როგორც არჩეულ მულტიმედიურ ფაილებს, ასევე მართვის ძირითად მონაცემებს. მონიტორის ფონი შეგიძლიათ მოირგოთ სურვილისამებრ, თუ როგორ, ეს მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია. აირჩიეთ ოთხიდან ერთ-ერთი - Casual, Smart, Sport ან Tough რეჟიმი - დიზაინის ინდივიდუალური პერსონალიზაციისთვის.

     

თქვენი ინფორმაცია, თქვენი შეხედულებისამებრ

Toyota Corolla-ს 12.3 დუიმიანი მონიტორი მრავალფუნქციონალურია - ეკრანზე გამოისახება, როგორც არჩეული მულტიმედიური ფაილები, ასევე მართვის ძირითადი მონაცემები. შესაძლებელია მონიტორის პერსონალიზაცია.

მუსიკა ყოველი მოგზაურობისთვის

მუსიკის მოსმენა, ისევე როგორც ავტომობილის მართვა, ერთნაირად აღმაფრთოვანებელია. Toyota-ს და JBL-ის მრავაწლიანი თანამშრომლობა ხელოვნებისა და მეცნიერების კომბინაციის წყალობით, გთავაზობთ საოცარ მუსიკალურ გამოცდილებას. თითოეული დინამიკისთვის ადგილი შერჩეულია ისე, რომ მგზავრობისას მაქსიმალურად ეფექტური და შთამბეჭდავი მუსიკალური გარემო შეიქმნას.

 

მუდამ სრულად დამუხტული

სმარტფონი არა მხოლოდ თქვენი ცხოვრების, არამედ თქვენი Toyota Corolla-ს ციფრული ფუნქციების ნაკრების განუყოფელი ნაწილიცაა. უსადენო დამუხტვის ფუნქცია საშუალებას გაძლევთ, ტელეფონი სადენისა და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე დამუხტოთ.