შექმნილი იმისათვის, რომ ყოველი მძღოლი და მგზავრი კმაყოფილი დარჩეს
ახალი, Toyota New Global Architecture (TNGA) პლატფორმის წყალობით, უსაფრთხოება და დახვეწილობა მგზავრობისას ერწყმის სასიამოვნო მართვას და ახალ, ინტუიციურ ტექნოლოგიას. TNGA უზრუნველყოფს გზასთან ჩინებულ მოჭიდებას და კომფორტულ მგზავრობას სრული კონტროლის გრძნობასთან ერთად, რათა მართვით ნამდვილი სიამოვნება მიიღოთ.
სალონში არ არის არავითარი კომპრომისი სიმაღლის, ფეხის სივრცის და თქვენს მხარს და კარს შორის არსებულ სივრცესთან დაკავშირებით, ასევე საბარგულის გაზრდილი ტევადობა ნიშნავს, რომ შეგიძლიათ თან უფრო მეტი რამ წაიღოთ.