გონების სრული სიმშვიდე

ცხოვრების ქაოსში, კარგია როცა იცით, რომ ჩვენ ზურგს გიმაგრებთ.

/
/
/
შეჯახების პრევენციის სისტემა

Toyota safety Sense-ის შეჯახების პრევენციის სისტემა აერთიანებს მილიმეტრულ-ტალღოვან რადარს კამერით, წინ მიმავალი ავტომობილების აღმოსაჩენად. როცა ფიქსირდება შეჯახების საფრთხე, ხდება მძღოლის გაფრთხილება აუდიო და ვიზუალური გაფრთხილებით და დამხმარე სამუხრუჭე ფუნქცია აქტიურდება. თუ მძღოლი დროულად ვერ მოახერხებს მუხრუჭის გამოყენებას, მუხრუჭები ავტომატურად მოქმედებენ, რათა თავიდან აიცილონ ან შეამსუბუქონ შეჯახება.

მარტივი, ჭკვიანი პარკინგის დახმარება

ის ავტომატურად გეხმარებათ, რათა ავტომობილი არჩეულ ადგილას დააყენოთ, ორ ავტომობილს შორის, თუ ერთის უკან, ულტრაბგერითი სენსორების გამოყენებით. თქვენ აკონტროლებთ უკუსვლის სიჩქარეს, ავტომატური დამუხრუჭების დახმარებით, რაც აღკვეთს ან ამცირებს შეჯახებებს დაბალ სიჩქარეზე.

/
/
/
ავტომატური შორი განათების სისტემა

Toyota Safety Sense-ის ავტომატური შორი განათების სისტემა შექმნილია ხილვადობის ოპტიმიზაციისთვის ღამით მართვისას, გზის ყველა მომხმარებლისთვის. კამერა აღიქვამს საპირისპიროდ მომავალი ავტომობილების მაშუქებს და აგრეთვე ახდენს გზის განათების სიკაშკაშის მონიტორინგს. სისტემა ავტომატურად რთავს შორ და ახლო განათებას, რაც მძღოლს საშუალებას აძლევს სრულად მოახდინოს გზაზე კონცენტრაცია.

ზოლიდან გადასვლის განგაშის სისტემა მართვის დამხმარე სისტემით

Toyota Safety Sense-ის ზოლიდან გადასვლის განგაშის სისტემა აფრთხილებს მძღოლს ვიზუალური და აუდიო სიგნალით, თუკი ავტომობილი დაიწყებს ზოლიდან გადასვლას, ციმციმა მაშუქის ჩართვის გარეშე. მართვის დამხმარე სისტემა ახდენს საჭის კორექტირებას ზოლიდან უნებლიე გადასვლის შემთხვევაში.

თქვენი ,,Cookie ფაილების" პარამეტრები

,,ტოიოტას" ვებ-გვერდები იყენებს Cookie ფაილებს თქვენთვის უსაფრთხო გამოცდილების მონიჭების, მუშაობის გაუმჯობესების, ყველა საიტის ფუნქციონირების და შინაარსის პერსონალიზების მიზნით.

ჩვენი Cookie პოლიტიკის მიღებით თანხმდებით, უფლება მოგვცეთ, შევაგროვოთ ინფორმაცია ტოიოტას ვებ-გვერდზე. შეიტყვეთ მეტი ან შეცვალეთ თქვენი პრიორიტეტები ჩვენს Cookie ფაილების პარამეტრების გვერდზე.