Toyota Safety Sense მოიცავს ოთხ უახლეს, აქტიური უსაფრთხოების ტექნოლოგიას: შეჯახების პრევენციის სისტემას, ზოლიდან გადასვლის გამაფრთხილებელ სისტემას, ავტომატურ შორი განათების სისტემას და ადაპტაციურ კრუიზ-კონტროლს. ისინი ემსახურებიან საერთო მიზანს – მაქსიმალურად შეამცირონ საგზაო შემთხვევები, შექმნან ყველასათვის უსაფრთხო გარემო მართვისას და მხარი დაუჭირონ მძღოლს ყოველდღიურ ცხოვრებაში, მგზავრობისას.
Toyota Safety Sense-ის ტექნოლოგია გეხმარებათ, რომ თავიდან აირიდოთ პოტენციურად საშიში სიტუაციები და იყოთ უსაფრთხოდ: შეჯახების პრევენციის სისტემა იყენებს ლაზერულ სენსორებს და კამერას, რათა დააფიქსიროს წინ არსებული ავტომობილები და აგარიდოთ ან შეამციროს შეჯახება; ზოლიდან გადასვლის გამაფრთხილებელი სისტემა გაფრთხილებთ ზოლიდან უნებლიედ გადასვლის შესახებ; ავტომატური შორი განათების სისტემა აკონტროლებს შორ და ახლო განათებას, უფრო უსაფრთხო მართვისთვის ღამის საათებში; ადაპტაციური კრუიზ-კონტროლი უზრუნველყოფს წინასწარ მითითებულ, მინიმალურ დისტანციას თქვენსა და წინ მიმავალ ავტომობილს შორის. ამ აქტიური უსაფრთხოების სისტემების წყალობით, Toyota Safety Sense ხელს უწყობს საგზაო შემთხვევების რისკფაქტორის შემცირებას, რაც თავის მხრივ, ამცირებს სადაზღვევო ხარჯებს და ზრდის მართვის უსაფრთხოებას.