1. Discover Toyota
  2. Environmental policy

კომპანიის

ეკოლოგიური პოლიტიკა

კომპანიის ეკოლოგიური პოლიტიკა

შპს „ტოიოტა კავკასია“ ახორციელებს იაპონიიდან საქართველოში „ტოიოტას“ და „ლექსუსის“ მარკის ავტომობილების და საავტომობილო ნაწილების იმპორტს. კომპანიის ხელმძღვანელობა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მისი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედებას და ბუნებრივი რესურსების რაციონალურად გამოყენებას. ეკოლოგიური პოლიტიკა წარმოადგენს ზოგადი პოლიტიკის ნაწილს, რომელიც მიმართულია ორგანიზაციის ეკოლოგიური მენეჯმენტის სისტემის მუდმივი სრულყოფისაკენ ISO 14001-ის მოთხოვნების შესაბამისად. ამასთან, ეკოლოგიური პოლიტიკა საფუძვლად უდევს გარემოსდაცვით მიზნებსა და ამოცანებს და არის აუცილებლად შესასრულებელი კომპანიის თითოეული თანამშრომლისთვის.

  • კომპანიის ხელმძღვანელობა იღებს ვალდებულებას შეასრულოს და მხარი დაუჭიროს საკუთარ ეკოლოგიურ პოლიტიკას, მის ხელთ არსებული ტექნიკური და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში გამოყოს შესაბამისი რესურსები ამ პოლიტიკის განსახორციელებლად; 
  • კომპანია ითვალისწინებს მოქმედ საერთაშორისო და ეროვნულ გარემოსდაცვით კანონმდებლობას და მუდმივად თვალყურს ადევნებს მის შესრულებას; 
  • კომპანიაში შექმნილია სხვადასხვა სტრუქტურული დანაყოფების თანამშრომლებით დაკომპლექტებული გარემოსდაცვითი ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობს გარემოსდაცვითი სისტემის მენეჯერი; 
  • გარემოსდაცვითი ჯგუფი აფასებს თითოეული სტრუქტურული ერთეულის მუშაობის ასპექტების გარემოზე გავლენას. ამ ასპექტების ანალიზის საფუძველზე განსაზღვრავს და ნერგავს საოპერაციო კონტროლის მექანიზმებს, რათა ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენებით და განახლებადი რესურსების დანერგვით მინიმუმამდე შემცირდეს გარემოზე უარყოფითი გავლენა; 
  • ეკოლოგიური პოლიტიკის საფუძველზე განსაზღვრული პერიოდულობით დგება გარემოსდაცვითი მიზნები და ამოცანები და მიღებული შედეგების ანალიზზე დაყრდნობით ხორციელდება ეკოლოგიური მართვის სისტემის მუდმივი გაუმჯობესება; 
  • შპს „ტოიოტა კავკასია“ მუდმივად ზრუნავს თანამშრომლების ეკოლოგიური სიტუაციებისათვის მზადყოფნაზე. ამ მიზნით თანამშრომლები პერმანენტულად გადიან მომზადებას გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნების და მათი ცვლილებების შესახებ, ასევე ეკოლოგიური საფრთხის წარმოშობის შემთხვევაში რეაგირების ფორმების თაობაზე; 
  • კომპანიის მასშტაბით მუდმივად ხორციელდება ეკოლოგიური საკითხების განხილვა. უზრუნველყოფილია თანამშრომლებს შორის გარემოსდაცვითი პოლიტიკის, მიზნებისა და ამოცანების გავრცელება, ასევე მომწოდებლებისთვის ეკოლოგიური პოლიტიკის გაცნობა; 
  • კომპანია იცავს საჯაროობას გარემოსდაცვით საკითხებში ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.
 

შპს „ტოიოტა კავკასია“ პრეზიდენტი
Yuji Wagata